პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს

პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პიროვნება დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულია ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ანას" მეპატრონე, 1963 წელს დაბადებული ბიჭიკო ა. აღნიშნული სასტუმრო 4 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. დაკავებული წარსულში ნასამართლევია და დაკავების მომენტში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა, ასევე ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "მირიანის" მფლობელი, 1966 წელს დაბადებული როსტომ მ. დააკავეს. მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო 2 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

გამოძიების მსვლელობისას, მოწმის სტატუსით, აღნიშნულ სასტუმროებში მყოფი ქალბატონებიც დაიკითხნენ.

ორივე ბრალდებულის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე 254-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯარიმას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როსტომ მ. და ბიჭიკო ა. ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ