ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დეპუტატმა იაშა შერვაშიძემ დატოვა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დეპუტატმა იაშა შერვაშიძემ დატოვა

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ქედის მაჟორიტარმა იაშა შერვაშიძემ დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი , შესაბამისი განაცხადით დეპუტატმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უკვე მიმართა.

გასულ კვირას "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა ამბროლაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ. ამასთან, როგორც იაშა შერვაშიძე, ისე გოჩა ენუქიძე წინა მოწვევის პარლამენტშიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", მაშინდელი უმრავლესობის წარმომადგენლები იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, გოჩა ენუქიძეს პარლამენტში საკუთარი ფრაქციის შექმნა სურს. ახალი ფრაქციის კონტექსტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმცირესობა შესაძლოა, დატოვონ დეპუტატებმა ანზორ ბოლქვაძემ, გიორგი ფეიქრიშვილმა, გურამ მისაბიშვილმა და ნაული ჯანაშიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა