ბიძინა ივანიშვილმა და ილჰამ ალიევმა ენერგორესურსების ექსპორტზეც ისაუბრეს

ბიძინა ივანიშვილმა და ილჰამ ალიევმა ენერგორესურსების ექსპორტზეც ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან "ზაგულბას" სასახლეში გაიმართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი ენერგორესურსების ექსპორტის თემასაც შეეხო.

ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა არტურ რასიზადესთან, ვიზიტის დასასრულს კი პრემიერი ქართული და აზერბაიჯანული მედიის კითხვებსაც უპასუხებს.

ბაქოში საქართველოდან 7-კაციანი დელეგაცია გაემგზავრა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის გარდა, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები - მაია ფანჯიკიძე, კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე არიან.

საქართველოს მთავრობის დელეგაცია თბილისში ხვალ დაბრუნდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა