დაობებული ყველი ადამიანს გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს

დაობებული ყველი ადამიანს გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს

დიეტოლოგებმა უკვე დიდი ხანია აღიარეს, რომ ფრანგული რაციონი წითელი ღვინის წყალობით ძალიან სასარგებლოა, თუმცა ახლა "სასწაულმოქმედი პროდუქტების" სიას როკფორის ტიპის ყველიც შემატეს. ყველის წყალობით, ფრანგებს შეუძლიათ თამამად მიირთვან ცხიმიანი საკვები და არ შეეშინდეთ ნაადრევი სიკვდილის. ამის შესახებ The Malaysian Insider-ი წერს.

ასეთი დასკვნა Medical Hypothesis-ში დაიბეჭდა. კომპანია Lycotec-ის მეცნიერების თქმით, დაობებულ ყველს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. განსაკუთრებით კარგად ეს თვისებები მჟავე გარემოში მუშაობენ (კუჭის ლორწოვან გარსსა და კანის ზედაპირზე). სწორედ ამით აიხსნება ფაქტი, რომ ფრანგებს შორის გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია.

2009 წლის მონაცემებით, საფრანგეთი მესამე ადგილზეა ინსულტთან და გულის დაავადებებთან დაკავშირებული დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

მომზადებულია Medical Hypothesis-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"