საბავშვო ბაღებში სწავლის გადასახადი გაუქმდება

საბავშვო ბაღებში სწავლის გადასახადი გაუქმდება

საბავშვო ბაღებში სწავლის გადასახადი გაუქმდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი უმრავლესობის წევრი, დეპუტატი თინა ხიდაშელია.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი პარლამენტიდან იუწყება, ხიდაშელი საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივას ოფიციალურად ხვალ დაარეგისტრირებს.

გარდა ამისა, დეპუტატი გამოდის ინიციატივით, რომ ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის ერთმანეთთან მიბმა კანონმდებლობით დაუშვებელი გახდეს. ხიდაშელის ინიციატივით, "დედაქალაქის შესახებ" და "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონებში ცვლილებების პროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა. მისი მიხედვით, აღნიშნული კანონებიდან ყველა ის ნორმა ამოდის, რომლის საფუძველზეც თბილისის საკრებულომ ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადს მიაბა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"