2012 წე­ლი - პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ლე­ი­დოს­კო­პი

2012 წე­ლი - პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ლე­ი­დოს­კო­პი

2012 წლის დად­გო­მი­სას არა­ვის ეეჭ­ვე­ბო­და, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად ურ­თუ­ლე­სი, თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წე­ლი­წა­დი გვე­დო წინ. მო­ლო­დი­ნი ნამ­დვი­ლად გა­მარ­თლდა. მე­ტიც, პრო­ცე­სე­ბი ისე წა­რი­მარ­თა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ეს წე­ლი, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ხე­ლით შე­ვა. მიმ­დი­ნა­რე წელს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­ძა­ბუ­ლო­ბა იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლა. 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და მე­ცე­ნა­ტის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნამ ცხა­დი გა­ხა­და, რომ ქვეყ­ნის მმარ­თველ ელი­ტას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გა­უჩ­ნდა, რაც 2012 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში უკ­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი ამ ძა­ლამ, მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, მო­ა­ხერ­ხა არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მოს­ვლა. წლის მი­წუ­რულს წარ­მო­გიდგენთ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კა­ლე­ი­დოს­კოპს. ერ­თად გა­ვიხ­სე­ნოთ, რა გა­დაგ­ვხდა ყვე­ლას ერ­თად თავს ამ მარ­თლაც შეშ­ლილ 2012 წელს!

ასე იწყ­ე­ბო­და

2012 წლის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში თავ­სა­ტე­ხად იქ­ცა 2011 წლის მი­წუ­რულს "მო­ქალა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი და ლა­მის მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექ­ტრი და­ე­ძებ­და პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­დან გამ­ქრალ სიტყ­ვას - "ამ", რო­მელ­მაც ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა კა­ნონ­ში. ისე მოხ­და, რომ ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს უკუქ­მე­დე­ბის ძა­ლა თან მი­ა­ნი­ჭეს და თან არ მი­ა­ნი­ჭეს, თუმ­ცა ფაქ­ტი­ა, ამ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად იმ­ჟა­მად ჯერ კი­დევ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში შექ­მნილ­მა ე.წ. სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­მა, კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნამ­დე, პარ­ტი­ა­თა კარ­გა ხნით ად­რინ­დე­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და ხარ­ჯე­ბის შე­მოწ­მე­ბა და­იწყ­ო. მე­ტიც, მო­ნი­ტორ­ინგის სა­მიზ­ნედ იქ­ცნენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც. 2012 წლის ერ­თ-ერთ მთა­ვარ პო­ლი­ტი­კუ­რ მო­თა­მა­შედ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი იქ­ცა. მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­თია მო­გე­ლა­ძე კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ოპო­ზი­ცი­ას კოშ­მა­რად მო­ევ­ლი­ნა. სწო­რედ მის სა­ხელს და­უ­კავ­შირ­და ქვე­ყა­ნა­ში გა­ჩა­ღე­ბუ­ლი და­ჯა­რი­მე­ბა-­და­ყა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი და პარ­ტი­უ­ლი შემო­წი­რუ­ლო­ბე­ბის გა­მო კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში მო­ქა­ლა­ქე­თა მა­სობ­რი­ვად და­ბა­რე­ბის ფაქ­ტე­ბი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"

21 თე­ბერ­ვალს მი­ლი­არ­დერ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" წა­რუდ­გი­ნა. კო­ა­ლი­ცი­ა­ში ოთხი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია გა­ერ­თი­ან­და: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო", "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი", "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ა" და "ე­როვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი". "კონ­სერ­ვა­ტო­რულ" და "ხალ­ხის პარ­ტი­ებს" კო­ა­ლი­ცი­ა­ში მა­თი ლი­დე­რე­ბი წარ­მო­ად­გენდ­ნენ. კოა­ლი­ცი­ას მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­უ­ერ­თდნენ "მრეწ­ვე­ლე­ბიც". რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სა­ბო­ლო­ოდ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, სა­ხელ­წო­დე­ბით: "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". ამ პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ თა­ვი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დაგ­ვა­მახ­სოვ­რა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით იმ ხალ­ხმრა­ვა­ლი მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბით, რომ­ლის მსგავ­სიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლა.

სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი

ივ­ნი­სის მი­წუ­რულს მი­ხე­ილ სა­აკაშ­ვილ­მა კი­დევ ერ­თი სამ­თავ­რო­ბო კა­რუ­სე­ლი და­ატ­რი­ა­ლა. იმ­თა­ვით­ვე ჩან­და, რომ ეს სა­არ­ჩევ­ნოდ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო. ამ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის პოს­ტზე ნი­კა გი­ლა­უ­რი ჯერ ქვეყ­ნის "ხერ­ხემ­ლად" გა­მოცხ­ა­დე­ბულ­მა, შემ­დეგ კი პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ "გაღ­ლე­ტი­ლად" შერ­აცხილ­მა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა შეც­ვა­ლა. დი­დი ხნის მით­ქმა-­მოთ­ქმის შემ­დეგ, ბო­ლოს და ბო­ლოს, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი და­ტო­ვეს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ბა­კურ კვე­ზე­რელ­მა და ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა კო­ბა სუ­ბე­ლი­ან­მა, რო­მელ­მაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი გახ­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი - ბა­ჩო ახა­ლა­ი­ა. ძნე­ლი სათ­ქმე­ლი­ა, იქ­ნე­ბა თუ არა ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბო­ლო კა­რუ­სე­ლი, რად­გან ბო­ლო ხანს ამ გუნ­დი­სა და მა­თი ლი­დე­რის­გან ის­მის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ისი­ნი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. რე­ა­ლუ­რი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბა კი უკ­ვე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­დე­საც პრე­მი­ერ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა ახა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა.

არ­ჩევ­ნე­ბი - 2012

პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვა, რო­გორც ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, რო­დე­საც მშვი­დო­ბი­ა­ნად, არ­ჩევ­ნე­ბის გზით მო­ხერ­ხდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა, თუმ­ცა, შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი არ იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ეს შეც­ვლა სრულ­ფა­სო­ვა­ნი­ა. საქ­მე ის არის, რომ პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც კი­დევ 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას, მწვა­ვე ოპო­ნი­რე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და, გარ­და ამი­სა, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი ნა­წი­ლობ­რივ ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­ერ კონ­ტროლ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს, არ­ჩევ­ნე­ბის დღე­ზე მე­ტად და­ძა­ბუ­ლი იყო წინასაარ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი, თუმ­ცა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერ­საც იყო რამ­დე­ნი­მე და­პი­რის­პი­რე­ბა, მათ შო­რის, ხა­შუ­რის ერ­თ-ერთ სარ­ჩევ­ნო უბან­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მ­ია­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. არ­სე­ბობ­და ში­ში იმი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ დათ­მობ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბას და პრო­ცე­სე­ბი კი­დევ უფ­რო გარ­თულ­დე­ბო­და, თუმ­ცა, ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა, აღი­ა­რა და­მარ­ცხე­ბა. ცენ­ტრა­ლურ­მა საარ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ სა­ბო­ლო­ოდ ამ­გვა­რი შე­დე­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - 54,97%

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - მე­ტი სარ­გე­ბე­ლი ხალხს" - 40,34 %

"გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე - ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა" - 2,04%

"შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი - ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ა" - 1,24%

წლის ადა­მი­ა­ნი

წლის ადა­მი­ა­ნი და პო­ლი­ტი­კო­სიც უდა­ვოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­ა, რო­მელ­მაც ერთ წე­ლი­წად­ში მო­ა­ხერ­ხა და, თუ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს და­ვე­სეს­ხე­ბით, "გა­ფარ­ჩა­კე­ბუ­ლი" ოპო­ზი­ცი­ის­გან ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა მძლავ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა, რო­მელ­მაც გა­ტე­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ და­ნერ­გი­ლი ში­ში. ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უხ­მა­უ­როდ ეწე­ო­და ქველ­მოქ­მე­დე­ბას, მო­ა­ხერ­ხა ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ან და ურ­თუ­ლეს ას­პა­რეზ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა. მი­სი კომ­პრო­მე­ტი­რე­ბა ამ საქ­მე­ში ამა­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ოპო­ნენ­ტებ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ შეძ­ლეს. ერ­თა­დერ­თი, რა­საც მთე­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში მას ბრალ­დე­ბად უყე­ნებ­დნენ, პრო­რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცია იყო, თუმ­ცა ამის და­სა­ბუ­თე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლიდ­ერებს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ. მთე­ლი წლის ლა­იტ­მო­ტი­ვი იყო ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის თე­მა. იმ­ჟა­მინ­დელ­მა მმარ­თველ­მა ჯგუფ­მა მარ­თლაც უც­ნა­უ­რი გა­დაწყ­ვეტი­ლე­ბა მი­ი­ღო და იმის მა­გივ­რად, რომ მის­თვის უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მი­ე­ცათ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, შეც­ვა­ლეს კონ­სტი­ტუ­ცია და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭეს, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს. ასე­ვე ამა­ვე ცვლი­ლე­ბით მი­ე­ცა უფ­ლე­ბა, გამ­ხ­და­რი­ყო ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი. არ­ჩევ­ნე­ბი­დან მოკ­ლე ხან­ში მას, ბო­ლოს და ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

წლის დაბ­რუ­ნე­ბა

წლის მთა­ვა­რი დაბ­რუ­ნე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ი­მე­დის" კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლის, ბად­რი პატ­არ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხის­თვის დაბ­რუ­ნე­ბა­ა. თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი სა­კმაოდ და­ხუ­რუ­ლად და გა­უმ­ჭვირ­ვა­ლედ წა­რი­მარ­თა. სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი­ა, რა­ტომ და რა პი­რო­ბით დათ­მეს წი­ლე­ბი იმ მფლობ­ელებ­მა, რო­მელ­თა ხელ­შიც ტე­ლე­კომ­პა­ნია 2007 წლის 7 ნო­ემბ­რის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნა­თე­ლი იყო, რომ 2008 წლი­დან "ი­მედს" სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკონ­ტრო­ლებ­და და იგი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ პრო­პა­გან­და­საც ეწეო­და. აქ­ვე გვინ­და გა­ვიხ­სე­ნოთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბაც, ვი­საც არ ელოდ­ნენ ან ვინც აქამ­დე ვერ ახერ­ხებ­და ჩა­მოს­ვლას. ყველ­ასთვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ცი­ხის სკან­და­ლუ­რი ვი­დეო­კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლი შს ყო­ფილი მი­ნისტრის, ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას დაბ­რუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე აღ­მოჩ­ნდა ცი­ხის გი­სო­სებს მიღ­მა. მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო თავ­დაც­ვის ყო­ფილი მი­ნისტრის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბაც, რო­მე­ლიც, წე­სით, პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას პა­რიზ­ში უნ­და და­ლო­დე­ბო­და, თუმ­ცა ის რა­ტომ­ღაც ამას არ და­ე­ლო­და და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. დაბ­რუნ­და და აე­რო­პორ­ტში­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს.

წლის მი­ნის­ტრი

ვფიქ­რობთ, არა­ვინ შე­მოგ­ვე­და­ვე­ბა, თუ ვიტყ­ვით, რომ წლის მი­ნის­ტრი არის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, რო­მელ­მაც ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­ში იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პორ­ტფე­ლი ჩა­ი­ბა­რა და მოკ­ლე ხან­ში პი­რა­დად და­ა­კა­ვა თა­ვდა­ცვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა. წუ­ლუ­კი­ა­ნი ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და ხში­რად საკ­მა­ოდ ხის­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბით გვა­მახ­სოვ­რებს თავს.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა