მიხეილ სააკაშვილი - "სად არის ის 50%, რომელსაც თითქოს სააკაშვილი იდებდა ჯიბეში"

მიხეილ სააკაშვილი - "სად არის ის 50%, რომელსაც თითქოს სააკაშვილი იდებდა ჯიბეში"

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობას მოუხდა აღიარება, რომ არ არსებობს ტარიფების დაწევის არავითარი რესურსი, გარდა ენერგოკომპანიებისთვის ვალდებულებების მოხსნისა ,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაიაფდა ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

"თუმცა, საბოლოო გამოხატულებაში ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და ამას ჩვენი ხალხი ძალიან მალე დაინახავს. მაგრამ ის, რაც ამას ებმება, რომ ამის სანაცვლოდ ჩვენ პრაქტიკულად უარს ვამბობთ გრძელვადიან ენერგოდამოუკიდებლობაზე, ამას იგრძნობს ქვეყანა უკვე ათწლეულების განმავლობაში. ხომ იძახოდნენ, რომ სააკაშვილის ჯიბეში მიდოდა ბენზინის და გაზის ფასის 50%. მე მინდა, ვკითხო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ეს ეგონა. გადასახადებს ვკრეფდით, ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდეთ, ეს ყველაფერი ავაშენეთ, რასაც, თუ თვალები გაქვს, დაინახავ და და თან ჯიბეში ვიდებდით ფულს? ეს ერთად როგორ ხდება, მეგობრებო? მათემატიკაც ხომ არსებსობს? სად არის ის 50%, რომელსაც თითქოს სააკაშვილი იდებდა ჯიბეში. ხომ მოუხდათ აღიარება, რომ არ არსებობს არავითარი რესურსი, გარდა ვალდებულების მოხსნისა ენერგოკომპანიებისთვის",-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ახალ მთავრობას იმის აღიარებაც მოუხდა, რომ ქვეყანა გაზში ძალიან დაბალ ფასს იხდის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა