ბიძინა ივანიშვილი - "ბაქო-ყარსი-ახალქალაქის პროექტთან დაკავშირებით ჩემი განცხადების გამწვავების სურვილი მხოლოდ ოპოზიციას გაუჩნდა"

ბიძინა ივანიშვილი - "ბაქო-ყარსი-ახალქალაქის პროექტთან დაკავშირებით ჩემი განცხადების გამწვავების სურვილი მხოლოდ ოპოზიციას გაუჩნდა"

ბაქო-ყარსი-ახალქალაქის პროექტთან დაკავშირებით ჩემი კითხვების გამო აზერბაიჯანელები არ იძაბებიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე შეფასებით, მის მიერ პროექტის ეკონომიკურ მხარესთან მიმართებაში გაკეთებული განცხადების გამწვავების სურვილი მხოლოდ ოპოზიციას გაუჩნდა.

"მე არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამისვამს რკინიგზის მშენებლობის საკითხი. ესაა საინტერესო პროექტი. ეკონომიკურად, ახლაც გავიმეორებ, რომ ეს გარკვეულ კითხვებს ბადებს, მაგრამ ეს კითხვები არის მოგვარებადი და დარეგულირებადი. მხოლოდ ოპონენტებს გაუჩნდათ სურვილი ამის გამწვავების და ამიტომაც დაატრიალეს ეს თემა. ესაა გეოპოლიტიკურად ძალიან კარგი პროექტი, ეკონომიკურადაც, საბოლო ჯამში, ეს იქნება ძალიან კარგი და მომგებიანი პროექტი. ჩემი კითხვები არავის ძაბავს.Aამით არ იძაბებიან აზერბაიჯანელები", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერმა ბაქოში ვიზიტიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ილჰამ ალიევის ნიჭიერებით აღფრთოვანებულია. რაც შეეხება ბუნებრივი აირის თემას, ივანიშვილის თქმით, საქართველო გაზს კარგ ფასად ყიდულობს და მასზე აზერბაიჯანთან ვაჭრობას არ აპირებს.

"ვიზიტი იყო საინტერესო. მადლობა ილჰამ ალიევს ასეთი თბილი მიღებისთვის, იგრძნობოდა პატივისცემა ჩვენი დელეგაციისადმი. მე აღფრთოვანებული ვარ მისი ნიჭიერებით. რაც შეეხება შეეხება ბუნებრივ აირს, ტარიფზე საუბარი აღარ მქონდა. მადლიერებას გამოვხატავთ აზერბაიჯანული მთავრობის მიმართ, რომ კარგ ფასად ვღებულობთგაზს და არ ვაპირებთ ფასებზე ვივაჭროთ", - განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა