თინათინ ხიდაშელი - "პრეზიდენტმა შეიწყალა პატრულის თანამშრომელი, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის იყო გასამართლებული"

 თინათინ ხიდაშელი - "პრეზიდენტმა შეიწყალა პატრულის თანამშრომელი, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის იყო გასამართლებული"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინათინ ხიდაშელის შეფასებით, ის, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა , ტყუილისა და სიცრუის დემონსტრაცია იყო.

როგორც ხიდაშელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, სააკაშვილმა დღეს საკუთარი შეწყალების აქტით ციხიდან გაუშვა პატიმარი, რომელსაც 25 წლიანი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული. მისი თქმით, საქმე ეხება კოლუმბიიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანას და ამის გამო მსჯავრდებულ პატიმარს, რომლის ვინაობა დეპუტატმა სესიაზე არ დააკონკრეტა.

ხიდაშელის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა ასევე პატრულის თანამშრომელი, რომელიც გასამართლებული იყო არასრულწლოვანისთვის თავისუფლების აღკვეთისა და მისი გაუპატიურების გამო. "ჩვენს მიერ მიღებულ კანონპროექტში კი საუბარი არ არის ასეთი მძიმე მუხლებით მსჯავრდებული ადამიანების გათავისუფლებაზე. მათ პარლამენტი სასჯელის მოცულობას უმსუბუქებს და ის, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, მხოლოდ ტყუილია, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციას, ამასთან დაკავშირებით დეპუტატი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, ამინისტიის ამ ნაწილში მას პარლამენტის გადაწყვეტილება რომ გაეზიარებინა.

"ჯაშუშობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო თქვენ შეგეძლოთ ბევრი ჩვენგანი დაგეჭირათ, მაგრამ ვაჟკაცობა არ გეყოთ. თქვენი ლოგიკით ამ სხდომათა დარბაზში მყოფ დეპუტატთა უმრავლესობა საპატიმრო დაწესებულებაში უნდა იყოს", - მიმართა თინათინ ხიდაშელმა "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წარმომადგენლებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ