ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი ინდოელი გოგონა სინგაპურში გარდაიცვალა

ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი ინდოელი გოგონა სინგაპურში გარდაიცვალა

ინდოელი სტუდენტი, რომელიც ავტობუსში ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, სინგაპურის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

"ბი-ბი-სის" ცნობით, 23 წლის გოგონა სინგაპურში, დელიში ჩატარებული სამი ოპერაციის შემდეგ გადაიყვანეს. თუმცა, სინგაპურელი ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ გოგონას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ინდოელი სტუდენტი ავტობუსში მაშინ გააუპატიურეს, როდესაც მეგობარ ბიჭთან ერთად კინოში მიდიოდა. ექვსი შეიარაღებული თავდამსხმელი თითქმის ერთი საათი ძალადობდა მასზე, შემდეგ კი გოგონაც და მისი მეგობარიც სასტიკად სცემეს, გოგონა კი მიმავალი ავტობუსიდან გადმოაგდეს.

ტრაგიკულ შემთხვევას მეორე დღეს დელიში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასობრივი არეულობები მოყვა. მოსახლეობა დამნაშავეების სიკვდილით დასჯას და ზოგადად, მსგავსი დანაშაულების აღმკვეთი კანონის გამკაცრებას ითხოვს.

პოლიციამ ექვსივე თავდამსხმელი დააკავა, თუმცა არ წყდება დემონსტრაციები, რომელსაც უკვე ემსხვერპლა ერთი პოლიციელი.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ