პრეზიდენტი 26 მაისის აქციის დროს დაღუპული სამართალდამცველის ოჯახს ესტუმრა

პრეზიდენტი 26 მაისის აქციის დროს დაღუპული სამართალდამცველის ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი 26 მაისის აქციის დროს დაღუპული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი დათო მასურაშვილის დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან საუბრისას პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევის საკითხს შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქმედებით საქართველოს პარლამენტმა სამარცხვინო პრეცედენტი შექმნა საშიში დამნაშავეების, მათ შორის მკვლელების, ნარკორეალიზატორებისა და რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლებისა, რომელთა რიცხვშია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მკვლელიც.

"ვლადიმერ (დათო) მასურაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის ორგანიზატორთა ესკორტის ერთ-ერთმა მანქანამ იმსხვერპლა, ამასთან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლდა", - ნათქვამია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა