ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მომხრეებმა რუსეთთან მეგობრობის მხარდამჭერებს პუშკინის სკვერში აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს.
რუსეთთან მეგობრობის მომხრეები პუშკინის სკვერში დაგეგმილის შესაბამისად, ზუსტად 15:00 საათზე მივიდნენ. მანამდე იქ 14.00 საათიდან მიმდინარეობდა აქცია ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად.
რუსეთის მხარდამჭერების გამოჩენას მოჰყვა გაღიზიანება, შემდეგ კი მხარეებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც რუსეთის მომხრეებმა ტერიტორია დატოვეს. ისინი ნატოს მხარდამჭერებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს. ნატოს მომხრეების აქცია კი ამ წუთებშიც გრძელდება.