კარპატებში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

კარპატებში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

დასავლეთ ევროპაში გადასვლის მსურველი საქართველოს ოთხი მოქალაქე უკრაინაში, კარპატების მთებში მესაზღვრეებმა დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საზღვარზე სიგნალიზაცია ამოქმედდა, სასაზღვრო პუნქტ "ონოკოვცის" მესაზღვრეებმა ტერიტორია შეამოწმეს და თავდაპირველად ორი ადამიანი აღმოაჩინეს. ცოტა ხანში კი, სამსახურებრივი მეძებარი ძაღლის მეშვეობით, კიდევ ორი მამაკაცი დააკავეს.

დაკავებულებს თან არავითარი დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდათ, თუმცა, მათი მონაყოლიდან გამომდინარე, ცნობილი გახდა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მათივე თქმით, ისინი სამშობლოში მძიმე მატერიალურ პირობებში არიან და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი ჰქონდათ ავსტრიაში გამგზავრება.

მათ უკრაინიდან ავსტრიის საზღვრამდე მოძრაობისას ორიენტაცია დაკარგეს და შედეგად მესაზღვრეებმა დააკავეს.

დაკავებულები უკვე გადაიყვანეს სასაზღვრო პუნქტ "ონოკოვცში", სადაც მათ მიმართ ადმინისტრაციულ-პროცედურული დოკუმენტები შედგება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ