"პატივისმცემელი" ადნარი ანუ ვინ წეწავდა თურქ ბიზნესმენებს

"პატივისმცემელი" ადნარი ანუ ვინ წეწავდა თურქ ბიზნესმენებს

არჩილ კბილაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავარმა პროკურატურამ მიიღო ერთ-ერთი საელჩოს საპროტესტო ნოტა, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა არაქართველი ბიზნესმენი აიძულა, მისთვის 10 ძვირად ღირებული ავტომობილი შეეძენა... როგორც გაირკვა, საპროტესტო ნოტა თურქეთის საელჩოდან დავით კეზერაშვილის სამხილებლად გაიგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საიდანაც ის მთავარ პროკურატურას გადასცეს. ნოტაში მითითებული დაზარალებული ბიზნესმენი თურქი ადნარ აქიარია. ვესაუბრეთ მის ქართველ ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს:

- ადნარ აქიარი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, დააარსა გადამზიდავი სატრანსპორტო კომპანია და ძალიან კარგადაც ააწყო საქმე. იმ პერიოდში საფინანსო პოლიციის უფროსად დაინიშნა დავით კეზერაშვილი. სწორედ მისი დავალებით დაურეკეს ადნარსა და მის პარტნიორს და განუმარტეს, რომ თუ სურდათ, საქმიანობა გაეგრძელებინათ, საფინანსო პოლიციისთვის პატივი უნდა ეცათ - ავტომობილი უნდა ეყიდათ. "რა გაეწყობოდა, წავედი "ტოიოტას" ცენტრში. თან 60 000 დოლარი მქონდა. სანამ მანქანის საბუთებს აფორმებდნენ, გარეთ გამოვედი სიგარეტის მოსაწევად. უცებ ვხედავ, ახალი ავტომობილების სადგომის რკინის კარი გაიღო და ათი ჯიპი გავიდა. ვიფიქრე, რომ ჩემსავით კიდევ ვიღაცას აიძულეს ფინანსური პოლიციის პატივისცემა. შიგნით რომ შევბრუნდი და საბუთებს დავხედე, გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა - ანგარიში გამოწერილი იყო ათ ავტომობილზე და 900 000 დოლარზე მეტი მქონდა გადასახდელი.

დირექტორი თავაზიანად მიხსნიდა, მითხრეს, რომ თქვენ ათი ავტომობილი უნდა შეგეძინათო. გავგიჟდი, ფულიც არ მაქვს, ეს როგორ შეიძლება-მეთქი? არა უშავს, ფულს მერეც მოიტანთო", - იხსენებს ადნარი. გამომძალველების ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ავტომობილები ამ კაცის სახელზე გააფორმებინეს და ცხადია, საბუთებიც მას აქვს. მოგვიანებით გაძარცულმა ბიზნესმენმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თავისი თვალით ნახა, შოუბიზნესის რომელიღაც წარმომადგენელს როგორ გადასცეს მისი ნაყიდი ავტომობილი საჩუქრად. მოკლედ, ყველა ავტომობილი საჩუქრად დარიგდა. დღეს მათი ადგილსამყოფელისა და პატრონთა ვინაობის დადგენა შესაძლებელია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა