ზურაბ ზვიადაურის სახლს ახალი წლის ღამეს ავტომატიდან ესროლეს

 ზურაბ ზვიადაურის სახლს ახალი წლის ღამეს ავტომატიდან ესროლეს

ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის სახლს ახალი წლის ღამეს ავტომატიდან ესროლეს.

როგორც ზვიადაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევა ახალი წლის ღამეს, დაახლოებით 01.00-დან 01.30 საათამდე მოხდა. სროლა განხორციელდა სახლის საძინებელი ოთახის ფანჯარაზე. შენობას 13 ტყვია აქვს მოხვედრილი. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

მისივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ძებნილი გიორგი ქისტაური, რომელიც არჩევნებამდე უკრაინაში იმალებოდა, წინასაარჩევნოდ კი ის საქართველოში ჩამოიყანა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ და ე.წ. "ზონდერ ჯგუფის" წევრი იყო.

ზვიადაურის განცხადებით, სროლის ფაქტს წინ უძღოდა მის ძმასა და ქისტაურს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ