გამოკითხულთა უმრავლესობა წლის პოლიტიკოსად ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს

გამოკითხულთა  უმრავლესობა წლის პოლიტიკოსად ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს

საინფორმაციო პორტალ "ამბები.გე"-ზე ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა წლის პოლიტიკოსად პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს. მას ხმათა 46.5% ხვდა წილად. რეიტინგში მეორე ადგილი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაიკავა. ალასანიას წლის პოლიტიკოსად გამოკითხულთა 12.6% მიიჩნევს. სამეულს ხმათა 7.3% პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვირგვინებს.

"ამბები.გე" გამოკითხვას აწარმოებდა ასევე წლის ხელოვანის, წლის ჟურნალისტისა და წლის უფლებადამცველის ვინაობის გამოსავლენად. საიტის მკითხველთა უმეტესობამ (23.6%) წლის ხელოვანის ტიტული ოპერის მომღერალ პაატა ბურჭულაძეს მიანიჭა, სიაში მეორე აღმოჩნდა რეჟისორი რობერტ სტურუა (14.4%), მესამე კი - მწერალი დათო ტურაშილი (11.2%).

გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობამ (11.6%) წლის ჟურნალისტად ნინო ჟიჟილაშვილი დაასახელა, ხმათა 10.7%-ით მას შალვა რამიშვილი მოსდევს, მესამე ადგილს კი ნანა ლეჟავა იკავებს (9.3%).

რაც შეეხება წლის უფლებადამცველს, "ამბები.გე"-ს გამოკითხის მონაწილეთა 27.2%-მა ეს ტიტული დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიანიჭა, 9.6%-მა - ლალი მოროშკინას, 8.3%-მა კი ნანა კაკაბაძეს.

გამოკითხვა 15 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა. მასში სულ 36 277-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"