თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალისტები მუშაობენ. ეს ფაქტი, არსებული ინფორმაციით, ცხედრის პოვნას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. აცხადებენ, რომ ცირკთან კრიმინალისტების მუშაობის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტიც გავიდა და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.