"ლოცვა სტალინისთვის" - უჩვეულო რიტუალი გორის ცენტრში

"ლოცვა სტალინისთვის" - უჩვეულო რიტუალი გორის ცენტრში

სოციალურ ქსელებში უჩვეულო ვიდეო გავრცელდა. უცნობია მისი გადაღების თარიღი, თუმცა ბლოგ blog.anuna.ge-ზე ვიდეო 3 იანვარსაა ატვირთული.

ვიდეოში, რომელიც გორშია გადაღებული, 30-მდე ადამიანი ჩანს, რომლებიც სულის მოსახსენიებელ ლოცვებს კითხულობენ და საგალობლებს მღერიან. ერთ-ერთ მათგანს ხელში "ხატი" უჭირავს - თუმცა სურათს ხატი პირობითად შეიძლება ეწოდოს, რადგან მასზე სავარაუდოდ გამოსახულია ყირიმის კონფერენციის ცნობილი ფოტოს გმირები: იოსებ სტალინი, უინსტონ ჩერჩილი და ფრანკლინ რუზველტი. სამივე მათგანს თავზე შარავანდი ადგას.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"