პრეზიდენტმა მთელი რიგი ქვეყნებიდან ელჩების გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო

პრეზიდენტმა მთელი რიგი ქვეყნებიდან ელჩების გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთელი რიგი ქვეყნებიდან საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩების გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო , - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამსახურებრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ ის ელჩები, რომლებმაც საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვეს თანამდებობები და ისინი, ვისაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა ეწურებათ.

ასევე, ქვეყნის პირველმა პირმა გამოიწვია ის დიპლომატები, რომელთა შესახებაც, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა საფრანგეთში საქართველოს ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავრობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა წარადგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში ელჩების ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა