ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციას რამდენიმე კანდიდატი ჰყავდეს

ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციას რამდენიმე კანდიდატი ჰყავდეს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია "ქართულ ოცნებას" რამდენიმე კანდიდატი ჰყავდეს.

როგორც ხმალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შესაძლოა, კოალიციამ ერთი კანდიდატი წამოაყენოს, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ კოალიციის ერთმა ნაწილმა ერთი, მეორე ნაწილმა კი - მეორე და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

"საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატი იქნება არა ერთი და ორი. იმასაც გააჩნია, კონსტიტუცია როგორ შეიცვლება, მანამდე მოესწრება თუ არა შეცვლა და პრეზიდენტს როგორი უფლებები ექნება", - აღნიშნა ხმალაძემ.

დეპუტატის თქმით, კოალიციის წევრთა დიდი უმრავლესობა მხარს საპარლამენტო რესპუბლიკას უჭერს, სადაც პრეზიდენტის ფუნქციები სრულიად განსხვავებულია და კანდიდატებთან დაკავშირებითაც სწორედ ეს განსაზღვრავს ყველაფერს.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაშიმ დათანხმდება თუ არა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ხმალაძე აცხადებს, რასაც ახლა აკეთებს, მიაჩნია, რომ საჭირო და მნიშვნელოვანია.

"მე ახლა რასაც ვაკეთებ, მიმაჩნია, რომ საჭირო და მნიშვნელოვანი საქმეა. ამის სურვილი მაინცდამაინც არ მაქვს. თავისუფლად ცხოვრება მირჩევნია, თუმცა თუ ასე მოხდა, ამას აწონ-დაწონვა და კარგი დაფიქრება დასჭირდება. ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რა ფუნქცია ექნება პრეზიდენტს", - განაცხადა ხმალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა