ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით აღძრული საქმე შეწყდა

ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით აღძრული საქმე შეწყდა

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით აღძრული საქმე შეწყდა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოქრუაშვილის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ მიიღო და გამოძიება ამ საქმეზე შეწყდა.

ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის მოხსნას კიდევ სამ საქმეზე ითხოვს.

როგორც ზვიად კორძაძემ 5 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული საქმეებია - ქრთამის აღებასთან დაკავშირებული საქმე, "ჯეოსელის" ეპიზოდი და სამსახურებრივი გულგრილობის საქმე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ