თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. ჯერჯერობით დაუდგენელია, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად რა ოდენობით თანხაა წაღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და ეჭვმიტანილები ჭავჭავაძის გამზირზე დააკავა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ეჭვმიტანილების დაკავება ყაჩაღობიდან მალევე მოხდა. მისი თქმით, ძარცვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ცოტა ხანში გააკეთებს.
საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. ერთ-ერთი დაკავებულის ინტერესებს ადვოკატი ლალი აფციაური დაიცავს.