თბილისის გარეუბნებში თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა. კერძოდ, დილიდან თოვლიანი ამინდის გამო ავტომანქანებს თბილისის გარეუბნებში გადაადგილება უჭირთ.
როგორც მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მათთვის პრობლემას წარმოადგენს მგზავრების გადაყვანა, რადგან მოყინული გზების გამო თითქმის შეუძლებელია ტრანსპორტის გაჩერება.
მათი თქმით, გზებზე არ დაყრილა მარილი, რაც მათ დამატებით პრობლემებს უქმნის.
ასევე როგორც "ინტერპრესნიუსს" მუხიანის მცხოვრებლებმა განუცხადეს, თოვლის გამო დღეს დილიდან არ მოძრაობს ტრანსპორტი ე.წ. მუხიანის აგარაკების მიმართულებით.