სად და როგორ შეხვდნენ ქართველი ვარსკვლავები და პოლიტიკოსები ახალ წელს

 სად და როგორ შეხვდნენ ქართველი ვარსკვლავები და პოლიტიკოსები ახალ წელს

2012 წელი გავაცილეთ და წინასაახალწლო განწყობაც ნელ-ნელა იკლებს, მაგრამ სოციალურ ქსელში ქართველი ვარსკვლავები და პოლიტიკოსები ახალი წლის დღეებში გადაღებული ფოტოებით იწონებენ თავს.

ყველა ინტერესით ელოდებოდა, ახალი მთავრობიდან ვინ მოგვილოცავდა ტელევიზიით ახალ წელს. როგორც ჩანს, ქართულ არხებზე ჯერჯერობით ძველი ტრადიცია გრძელდება და ყველა არხმა თავად გადაწყვიტა, რა თანმიმდევრობით უნდა გაეშვათ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პატრიარქის მისალოცი სიტყვები. ისე კი, რამდენად შეიძლება, პრეზიდენტის წინასაახლო სიტყვას მილოცვა უწოდო, რთული სათქმელია.

ბიძინა ივანიშვილმა ტრადიცია არ დაარღვია და როგორც შარშან, წელსაც გამოაქვეყნა საახალწლო გარემოში გადაღებული ოჯახური ფოტოები. თავად პრემიერი, მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და ოთხი შვილი ღიმილიანი სახეებით დგანან საახალწლო ნაძვის ხესთან. სხვათა შორის, ეს ტრადიცია სახელისუფლებო წრიდან პირველად ივანიშვილმა შემოიტანა, თორემ ნამდვილად არავის ახსოვს პრეზიდენტის ოჯახური ფო­ტოები ნაძვის ხესთან. ოჯახური კი არა, არჩევნების შემდეგ პირველი ლედის ხილვაც სანატრელი გაგვიხდა.

წინასაახალწლო პერიოდში სოციალურ ქსელში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების წერილები ქვეყნდებოდა, სადაც უმეტესობა თოვლის ბაბუას სათამაშოების გარდა კიდევ ერთი ოცნების ასრულებას სთხოვდა. მძიმე სენით დაავადებულ პატარებს ძალიან უნდოდათ, პრემიერის პოპულარული მომღერალი ვაჟიშვილი ბერა ენახათ. ახალ წელს მომღერალმა პატარებს ოცნება აუხდინა და ბერა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ესტუმრა.

მიხეილ სააკაშვილმა დანაპირები აასრულა და ახალ წელს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ საგუშაგოზე შეხვდა. მართალია, მის ამ ნაბიჯს ექსპერტები სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

პოლიტიკაში გადასული პოპულარული ფეხბურთელი კახი კალაძე ახალ წელს ონკოლოგიურ ცენტრს ესტუმრა. მისმა დიზაინერმა მეუღლემ კი, პრემიერის ოჯახური ტრადიციის მსგავსად, ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "მე და ჩემი სამი კალა, გილოცავთ, ახალ, 2013 წელს..."

უჩვეულო აღმოჩნდა 2012 წელი ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში. ძველ წელს ცუდი მოგონებები გაატანეს, მაგრამ ახალ წელს საკმაოდ უცნაურად, "მატროსოვის" ციხესთან შეხვდნენ.

აკო მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, თეა თუთბერიძე და მათი რამდენიმე მხარდამჭერი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილთან ერ­თად, ციხესთან შეეგებნენ ახალ წელს. არ ვიცი, რა­მდენად ესმოდა ბაჩანა ახალაიას მათი გამამხნევებელი შე­ძახილები, მაგრამ მოგვიანებით ბაჩანას საყვარელმა მეუღლემ "ფეისბუ­ქზე" სტატუსიც მიუძღვნა:

"განსაკუთრებულად ვულოცავ ჩემს ბაჩოს, მხოლოდ ის ხვდება, ჩემს გულში ახლა რაც ხდება და მე ვიცი, მის გულში რაც ტრიალებს. მინდა ვუსურვო გამძლეობა და მხნეობა. ყოველთვის ვამაყობდი და ვამაყობ მისი ვაჟკაცობით. მიყვარხარ, ბაჩო, სიცოცხლეზე მეტად..."

სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან ნაციონალებმა მოილხინეს, მაგრამ ვფიქრობ, დიდ რისკზე წავიდნენ, რადგან არსებობს ლეგენდა, რომ ახალ წელს რა სიტუაციაშიც შეხვდები, მთელი წელი ის დაგებედებაო...

ბოლო დროს პოლიტიკური განცხადებებით გამორჩეული ჟურნალისტი ხატია სიჭინავა ახალ წელს მეუღლესთან, რამაზ ნოზაძესთან ერთად მშობლიურ ქალაქ ფოთში შეხვდა. ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტს ესწრებოდა ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელიაც. ალბათ გახსოვთ, რამაზ ნოზაძე სექტემბერში ყველასთვის მოულოდნელად "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მხარდამჭერ აქციაში ჩაება და მეუღლის პატივსაცემად ეკა ბესელიას გულშემატკივრობდა.

გამარჯვებული ჟურნალისტი და პოლიტიკოსი 2013 წლის დადგომას თეთრი ფერის ტანსაცმელში ღია ცის ქვეშ შეხვდნენ და ფოტოობიექტივის წინ იპოზიორეს.

ალბათ ერთ-ერთი ყვე­ლაზე ბედნიერი ადამიანი იმ ღამეს რუსკა მაყაშვილი იყო. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვებისა და სერიოზული პრიზების მიღების შემდეგ, მსახიობი ახალ წელს სახლში შეხვდა და შემდეგ მეგობრებთან ერთად გააგრძელა აღნიშვნა.

სანტას ქუდებით გამოაქვეყნეს ფოტოები ანრი ჯოხაძემ და ქეთა თოფურიამ. ჟურნალისტმა მაკა ცინცაძემ კი წინასაახალწლოდ ვარ­ცხნილობა სალონში გაიკეთა და თოვლის ბაბუასთან ერთად ორიგინალური ფოტოსესია გადაიღო. 2013 წლის შემობრძანებას კი მეუღლესა და მეგობრებთან ერთად რესტორანში შეხვდა.

ახალ წელს თბილისს მაკა ასათიანი მეუღლესთან, კოტე გოგელიასთან ერთად ესტუმრა. სოციალურ ქსელში მაკა ასათიან­ის და მისი სამეგობრო წრის ფოტოები გავრცელდა. ქართულმა ბომონდმა ბედობა მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"