"მა­ღა­ლი, უხ­ვი, და­ბა­ლი", "და­ვა­ი, დას­ვი­და­ნი­ა"და რას უდ­რის "კა­თე­ტე­რე­ბის" კვად­რა­ტის ჯა­მი

"მა­ღა­ლი, უხ­ვი, და­ბა­ლი", "და­ვა­ი, დას­ვი­და­ნი­ა"და რას უდ­რის "კა­თე­ტე­რე­ბის" კვად­რა­ტის ჯა­მი

ურ­თუ­ლე­სი 2012 წე­ლი გა­მო­ვი­ა­რეთ ყვე­ლამ ერ­თად. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­ძა­ბუ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა სფე­რო­სა და თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ზე მეტ­-ნაკ­ლე­ბად აი­სა­ხე­ბო­და, თუმ­ცა ამ­ჯე­რად გვსურს კვლა­ვაც ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის სადღ­ე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ და 2012 წე­ლი იმ ფრა­ზე­ბით გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ­ლე­ბი­თაც პო­ლი­ტი­კო­სებ­მა თუ პო­ლი­ტი­კა­ზე მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ა­ნებ­მა დაგ­ვა­მახ­სოვ­რეს თა­ვი.

გა­სულ წელს პო­ლი­ტი­კუ­რი ავან­სცე­ნის მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ მი­სი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი­თა თუ მის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მი ფრა­ზე­ბით და­ვიწყ­ებთ. ივა­ნიშ­ვილს რომ ანეკ­დო­ტე­ბის მო­ყო­ლა დი­დად არ გა­მოს­დის, მაგ­რამ ძა­ლი­ან უყ­ვარს, ეს სწო­რედ 2012 წელს შე­ვიტყ­ვეთ, რო­დე­საც მან ჯერ კა­ხელ მი­ტუ­ა­ზე ანეკ­დო­ტის მო­ყო­ლით სცა­და აუ­დი­ტო­რი­ის გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა, შე­მ­დეგ კი მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს მო­უყ­ვა სა­ხუ­მა­რო ის­ტო­რია ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო­ში აფეთ­ქე­ბა­სა და ქალ­ზე, რო­მე­ლიც სუ­ლაც არ იყო "იმ­ნა­ი­რი". ამ ანეკ­დო­ტის ფრა­ზა "შე­დი, ქა­ლო, ბუტ­კა­ში", ლა­მის წლის ფრა­ზად იქ­ცა. თუმ­ცა დღემ­დე გა­უ­გე­ბა­რი­ა, რა კავ­ში­რი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ამ ანეკ­დოტ­სა და იმ­ჟა­მად ჯერ კი­დევ მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს შო­რის, შე­საძ­ლო­ა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სამ­თავ­რო­ბო კა­ბი­ნე­ტი პი­რო­ბი­თად "ბუტ­კა­დაც" კი წარ­მო­იდ­გი­ნა. ეს ფრა­ზა და ივა­ნიშ­ვი­ლის ერ­თი ასე­ვე პოს­ტსა­არ­ჩევ­ნო ნათ­ქვა­მი, რომ ამ­ნის­ტი­ის შემ­დეგ კრი­მი­ნა­ლის შე­საძ­ლო მო­მა­ტე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა "გა­გე­ბით უნ­და მო­ე­კი­დოს", გახ­და "კო­მე­დი­შო­უს" მსა­ხი­ობ­თა მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სიმ­ღე­რის თე­მა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2012 წლის მი­წუ­რულს დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. გთა­ვა­ზობთ ერთ სტროფს ამ სიმ­ღე­რის ტექ­სტი­დან:

"შე­მო­ვარ­დნენ ქურ­დე­ბი,

დამ­წვეს ცეცხ­ლის ალე­ბით,

გა­ნა მე არ მტკი­ო­და, ვე­კი­დე­ბი გა­გე­ბით.

რუ­სულ ჟარ­გონს ვი­ყე­ნებ,

გთხოვთ, ამ­ყე­ვით "შუტ­კა­ში".

ყვე­ლა­ფე­რი ფეთ­ქდე­ბა და

"შე­დი, ქა­ლო, ბუტ­კა­ში!"

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ისე­ვე რო­გორ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი, შარ­შა­ნაც ცდი­ლობ­და ამა თუ იმ ავ­ტო­რის ნა­წა­რ­მოე­ბი­დან ცი­ტა­ტე­ბის მოშ­ვე­ლი­ე­ბას, თუმ­ცა ცი­ტი­რე­ბი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მებ­ით ჩვენს, უკ­ვე 2013 წელს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფრა­ზით რომ ვთქვა, "ვა­და­გა­სულ პრე­ზი­დენტს" ვე­რა­ვინ შე­ედ­რე­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ახალ­ცი­ხე­ში ერ­თ-ერ­თი წინ­ასა­არ­ჩევ­ნო შეკ­რე­ბი­სას შო­თა რუს­თა­ვე­ლის "ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნი" გა­იხ­სე­ნა: "ერ­თი კა­ცი იყო და ერ­ქვა ვინ­მე მეს­ხი მე­ლექ­სე", რო­მელ­მაც თქვა: "ჩვენ კაც­მა მოგ­ვცა ქვე­ყა­ნა­ო" მე­რე უკ­ვე სცა­და წა­ე­კითხ­ა: "ი­ყო არა­ბეთს როს­ტე­ვან, მე­ფე ღვთი­სა­გან სვი­ა­ნი, მა­ღა­ლი უხ­ვი, და­ბა­ლი" და აქ პრე­ზი­დენ­ტი "გა­ი­ჭე­და". და­წე­რილს კითხ­უ­ლობ­და აშ­კა­რად, მაგ­რამ მა­ინც აი­რია და ჯერ თქვა: "ლაშ­ქრი­ა­ნი­ო", მე­რე "უხ­ვლაშ­ქრი­ა­ნი, ყმი­ა­ნი­ო". აუ­დი­ტო­რია გულ­მოდ­გი­ნედ ცდი­ლობ­და დახ­მა­რე­ბას და ეძახ­და "ლაშ­ქარ­მრავა­ლი­ო", მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­და, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტი არ და­იბ­ნა და გა­ნაცხ­ა­და: ხე­დავთ, ყვე­ლამ ვი­ცით ზე­პი­რა­დო! ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სხვა გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე მოვ­ყვე­ბო­დეთ, ბა­რემ იმა­საც ვიტყ­ვით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რა ფრა­ზე­ბით ამ­კობ­დნენ ესა თუ ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი: შა­ლ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­მა სა­მეგ­რე­ლო­ში სცა­და თა­ვი­სი ენაწყ­ლი­ა­ნო­ბით მო­ე­ხიბ­ლა იქა­უ­რე­ბი და ივა­ნიშ­ვი­ლი მო­იხ­სე­ნი­ა, რო­გორც "უ­ნი­კა­ლუ­რი პინ­გვი­ნი ჭორ­ვი­ლი­დან", გა­რე­მოს დაც­ვის იმჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა გო­გა ხა­ჩი­ძემ ივა­ნიშ­ვილს "მზე­თუ­ნა­ხა­ვი" უწო­და, ხო­ლო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დაგ­ვპირ­და, რომ არ და­უშ­ვებ­და ქვეყ­ნის "ჭორ­ვი­ლი­ზა­ცი­ას". გო­გა ხა­ჩი­ძემ გან­სა­კუთ­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბით კი­დევ არაერ­თი ფრა­ზით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თა­ვი, მა­გა­ლი­თად, გო­ნი­ო­ში ახა­ლი მთავ­რო­ბის მი­ერ ბორ­დე­ლე­ბის და­წი­ო­კე­ბის შემ­დეგ გა­ნაცხ­ა­და: "არ დაგ­ვე­რია ბი­ძი­ნა ნა­ცი­ო­ნა­ლებს და პროს­ტი­ტუტ­კებს?!" მას­ვე ეკუთ­ვნის ფრა­ზა "არ გინ­დო­დათ ჩე­მი დო­ლი, ჩა­ი­დე­ვით ავ­ტო­გო­ლი".

ტერ­მი­ნი "ავ­ტო­გო­ლი" ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, ამით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერ­თ-ერ­თი ლი­დე­რის, ფეხ­ბურ­თელ კა­ხა კა­ლა­ძის მი­ერ გა­ტა­ნილ ავ­ტო­გო­ლებს იხ­სე­ნებ­დნენ მა­ლი­მალ, თუმ­ცა ამა­ზე პა­სუ­ხი ბე­რა ივა­ნიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რით მი­ი­ღეს, რო­მელ­საც ასე­ვე "ავ­ტო­გო­ლი" ჰქვი­ა. სა­ინ­ტერე­სო ფრა­ზებს შო­რის შე­იძ­ლე­ბა მო­ვიხ­სე­ნი­ოთ თვი­თონ კა­ხა კა­ლა­ძის მი­მარ­თვა პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი: "მი­შა, ის­წავ­ლე წას­ვლა და არა გაქ­ცე­ვა". ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო წყევ­ლა უპი­რო­ბოდ არის მურ­მან დუმ­ბა­ძის ნათ­ქვა­მი ფრა­ზა აჭარ­ლე­ბის­თვის: "ვინც ხუ­თი­ანს მარ­ჯვე­ნა ხე­ლით შე­მო­ხა­ზავს - სიმ­სივ­ნე გა­უჩ­ნდე­ბა, თუ მარ­ცხე­ნა ხე­ლით შე­მო­ხა­ზავს - ინ­ფექ­ცია შე­ეყ­რე­ბა".

ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და­ქად­ნე­ბა კი ისევ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნის, რომ­ლმაც წი­ნა­სა­არ­ჩვე­ნოდ გა­მო­აცხ­ა­და: "ის, ვინც ხმას მის­ცემს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ან ივა­ნიშ­ვი­ლის "ოც­ნე­ბას", ჩემს ოჯახ­ში ვერც რძლად შე­მო­ვა და ვერც სი­ძედ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მე წა­ვალ ოჯა­ხი­დან!" არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ლე­ი­ბო­რის­ტულ­მა პარ­ტი­ამ 100-დღი­ა­ნი მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­აცხ­ა­და, რო­მე­ლიც შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­მა ერ­თხელ უკ­ვე და­არ­ღვია და ახალ მთავ­რო­ბას ტა­რი­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და. აქ­ვე მის­თვის ჩვე­უ­ლი იუ­მო­რით კი­დევ ერ­თი ფრა­ზა "გა­მო­აცხ­ო": "ნუ და­ტო­ვებთ ხალხს პირ­ში ოც­ნე­ბა­გა­მოვ­ლე­ბულს!"

ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ წინა­სა­არ­ჩევ­ნო გაფ­რთხი­ლე­ბა-­შე­ში­ნე­ბად, ალ­ბათ, მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის ამომ­რჩევ­ლი­სად­მი მი­მარ­თვა უნ­და და­ვა­სა­ხე­ლოთ, რო­დე­საც ყვარ­ლის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ამომ­რჩე­ველ­თან შე­ხვედრი­სას "გა­ამ­ხი­ლა", რომ ნა­ნა­ხი ჰქონ­და კად­რე­ბი, "106 წლის მო­ხუც ქალს, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან ვერ გა­იყ­ვა­ნეს, ხუ­თი რუ­სი ჯა­რის­კა­ცი რიგ­რი­გო­ბით რო­გორ აუ­პა­ტი­უ­რებს, აი, ეს გვე­ლო­დე­ბა ჩვენ!" - გა­ნაცხ­ა­და ვე­რუ­ლაშ­ვილ­მა.

ისევ პრე­ზი­დენ­ტის გა­მო­ნათ­ქვა­მებს ვუბ­რუნ­დე­ბით, ის გა­სულ წელ­საც ხში­რად აკე­თებ­და აქ­ცენტს თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე, იმა­ზე, რომ ეს ვი­ღა­ცებს შურ­დათ, კვლა­ვაც არაერ­თხელ ახ­სე­ნა შემ­დე­გი ფრა­ზა: "მზად ვარ მო­ვიჭ­რა და რუ­სეთს გა­ვუგ­ზავ­ნო ჩე­მი სხე­უ­ლის მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წი­ლე­ბი". ასე­ვე თქვა: "რო­ცა აღარ ვიქ­ნე­ბი, მინ­და, ანაკ­ლი­ა­ში მო­ა­ფი­ნონ ჩე­მი ფერ­ფლი". გარ­და ამი­სა, 2012 წელს, ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­ვიტყ­ვეთ, რო­გორ ჩაფ­რინ­და პრე­ზი­დენ­ტი ფოთ­ში 2008 წლის ომის დროს: "მახ­სოვს, ავ­ფრინ­დით, მივ­ფრი­ნავ­დით ძა­ლი­ან ღრუბ­ლებ­ში, და­მა­ლუ­ლე­ბი, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა მხრი­დან რუ­სუ­ლი თვით­მფრი­ნა­ვე­ბი დაფ­რი­ნავ­დნენ, ცა იყო გა­და­კე­ტი­ლი და ესე ღრუ­ბელ­-ღრუ­ბელ, მალ­ვით ჩავ­ფრინ­დით, რო­გორც იქ­ნა ფოთ­ში", - გა­ნაცხ­ა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა. სწო­რედ ეს ამ­ბა­ვი იქ­ცა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცის ერთ-ერთ თე­მად. ვგუ­ლის­ხმობ სიმ­ღე­რას და ვი­დე­ოკ­ლიპს "მი­შა, და­ვაი დას­ვი­და­ნი­ა", რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლ ქორ­წი­ლში შა­ი­რო­ბის ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გია და შალ­ვა რა­მიშ­ვილს ეკუთ­ვნის. გთა­ვა­ზობთ ერთ სტროფს ამ სიმ­ღე­რის ტექ­სტი­დან:

"ღრუ­ბელ­-ღრუ­ბელ რომ

დაფ­რი­ნავ მალ­ვი­თა,

შუა ომ­ში რომ

იყა­ვი გავ­ლი­თა,

ხალხს რომ არ­ბევ

დუ­ბინ­კით და ჭავ­ლი­თა

და გვა­ო­ცებ ჩვენ

ლექ­სე­ბის სწავ­ლი­თა.

და­ახ­ვი­ე, და­ვა­ი, დას­ვი­და­ნი­ა!"..

შარ­შან გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­დნენ ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბი. მე­ტად შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა ეუ­თოს სა­პა­რლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენტ რი­კარ­დო მი­ლი­ო­რის მი­ერ ჩვე­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს შე­ფა­სე­ბა, რო­დე­საც მან ტერ­მი­ნი "ცო­ტა ლე­ნი­ნიზ­მი" გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ წლის ფრა­ზად. მცი­რეხ­ნი­ა­ნი პრე­მი­ე­რო­ბი­სას ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ცდი­ლობ­და გა­მარ­თუ­ლად ლა­პა­რაკს, თუმ­ცა მა­ინ­ცდა­მა­ინც ბევრს ვე­რა­ფერს ვი­გებ­დით, ამი­ტო­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ფრა­ზა: შენს მოს­მე­ნას ისევ შენ გეს­მი­ნა ჩვენ­თვის, ის ჯობ­და­ო. თუმ­ცა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა 2012 წელს, ჯერ კი­დევ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის რან­გში პარ­ლა­მენ­ტში სტუმ­რო­ბი­სას დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თა­ვი, რო­დე­საც ვილ­ნი­უ­სის ნაც­ვლად სულ ქა­ლა­ქი ლიტ­ვა იძა­ხა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად მყო­ფი ვილ­ნი­უ­სის მე­რი კი ლიტ­ვის მე­რად არა­ერ­თხელ მო­იხ­სე­ნი­ა. წლის ბო­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა პარ­ლა­მენ­ტში სექ­სუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვის შეზღ­უდ­ვის თა­ო­ბა­ზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას. პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კითხ­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტებ­მა: ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, კო­ბა და­ვი­თაშ­ვილ­მა და პა­ლი­კო კუბ­ლაშ­ვილ­მა პრე­ზერ­ვა­ტი­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის წეს­ზე, ხა­რის­ხსა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე ბევ­რი იმ­სჯე­ლეს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დღემ­დე ვერ გა­ი­გო ხე­ი­რი­ა­ნად, რი­სი გა­ყიდ­ვა შე­იზღ­უ­და. ხო­ლო მი­ხე­ილ საა­კაშ­ვილ­მა კი­დევ ერ­თი მარ­გა­ლი­ტი გვა­ჩუ­ქა: - ამ პარ­ლა­მენ­ტმა სხვით ვე­რაფ­რით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თა­ვი, გარ­და იმი­სა, რომ ბუ­სუ­სი­ა­ნი პრე­ზერ­ვა­ტი­ვი აკ­რძა­ლა­ო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი გაჩ­ნდა ახა­ლი ენის გა­სა­ტე­ხი: "პრე­ზერ­ვა­ტი­ვი გაპ­რე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბუ­ლა, საპ­რე­ზერ­ვა­ტი­ვე­ში ჩაპ­რე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბუ­ლა".

წლის ფრა­ზებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვიხ­სე­ნო ნი­ნა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის მი­ერ ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის­თვის" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ, რო­მელ­შიც ის ჰა­რა­კი­რით იმუქ­რე­ბო­და: "თუ­კი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ გა­ი­მარ­ჯვებს, ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა აღარ მინ­და. არც ის მინ­და, რომ აქ ჩემ­მა შვილ­მა იცხ­ოვ­როს. არ მინ­და, სიბ­ნე­ლე­ში ვი­ყო, თუმ­ცა აქ უშუ­ქო­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ. ამას ვერ გა­და­ვი­ტან და თავს მო­ვიკ­ლავ!" - ამ­ბობ­და წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი, თუმ­ცა შე­მე­დეგ თა­ვის მოკ­ვლა რა­ტომ­ღაც გა­და­ი­ფიქ­რა. აქ­ვე უნ­და გა­ვიხ­სე­ნო ერ­თი ჩე­მი კო­ლე­გის მი­ერ ნათ­ქვა­მი ფრა­ზა. ჟურ­ნალ "ლი­ბე­რა­ლის" რე­დაქ­ტორ­მა შო­რე­ნა შა­ვერ­დაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ეს­ტროს" გა­და­ცე­მა­ში "კვი­რის აზ­რე­ბი" პი­თა­გო­რას თეო­რე­მა­ზე ისა­უბ­რა და გვა­უწყ­ა, რომ თურ­მე "კა­თე­ტე­რე­ბის" კვად­რა­ტის ჯა­მი ჰი­პო­ტე­ნუ­ზის კვად­რატს უდ­რის. სა­გუ­ლის­ხმო­ა, რომ ზე­მოთ ნახ­სე­ნებ გა­და­ცე­მა­ში ჟურ­ნა­ლის­ტთა გა­ნათ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე იყო ლა­პა­რა­კი.

ესაუბრა ნათია დო­ლი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"