ID ბარათებში ჩადებულია საფრთხის შემცველი კონტროლის მექანიზმი, - ამის შესახებ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს წმინდა დემეტრე თავდადებულის ტაძრის წინამძღოლმა მალხაზ ყიფიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ID ბარათი ადამიანის კონტროლის შესაძლებლობაა.
"ამ საფრთხის შემცველად აღიქვამს მორწმუნე საზოგადოება და აქ საუბარი არ არის მხოლოდ მორწმუნე საზოგადოებაზე, აქ საუბარია ყველა მოქალაქეზე", - განაცხადა სასულიერო პირმა.