სტალინის ძეგლი აკურაშიც დააბრუნეს

სტალინის ძეგლი აკურაშიც დააბრუნეს

ზემო ალვანის შემდეგ, სტალინის ბიუსტი თელავის რაიონის სოფელ აკურაშიც აღადგინეს. როგორც აკურის მაცხოვრებლები აცხადებენ, ბიუსტის აღდგენის შესახებ ნებართვა ადგილობრივი ხელისუფლებიდან მიიღეს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ.

სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი 2010 წელს აიღეს. ბიუსტი 2 წლის განმავლობაში აკურელ ბადრი გოგიაშვილთან ინახებოდა. "წინა ხელსუფლებამ გადმოაგდო და მე შევინახე. ახლა ხელისუფლების აღარ გვეშინია, გამოვიტანეთ და დავდგით. ეს იყო ჩვენი წინაპარი და ბევრი კარგი გააკეთა საქართველოსთვის," - აღნიშნა ბადრი გოგიაშვილმა.

"ცხვირი და ლოყა ჰქონდა დაზიანებული, შეკეთება სჭირდებოდა. მართალია, რაღაც თანხა წავიდა მის შეკეთებასა და შეღებვაში, მაგრამ მე მიყვარს სტალინი და სულ არ ვჩივი 15-20 ლარს. ჩვენ ჩაგვაგონეს, რომ სტალინია პირველი კაცი და იყო კიდეც. ახალგაზრდებს ტვინს უწამლავენ, რომ როგორმე შეაჯავრონ. არ შეიძლება, მსოფლიო მნიშვნელობის კაცია, ვინ დაგმობს, ეს არ მოხდება," - განაცხადა სოფელ აკურას მკვიდრმა გიორგი ნებუნიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"