აშშ-ში 16 წლის მოსწავლემ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა

აშშ-ში 16 წლის მოსწავლემ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა

კალიფორნიის ქალაქ ტაფტის ერთ-ერთ სკოლაში 16 წლის შეიარაღებულმა მოსწავლემ საკლასო ოთახში მყოფ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა; სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა ერთი მოსწავლე.

როგორც "როიტერი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, დამნაშავე უკვე დაკავებულია. მისი თქმით, თანაკლასელები მას ამცირებდნენ, მათ შორის ის ბიჭუნა, რომელიც სროლისას დაიჭრა.

თავდასხმისას კლასში 28 მოსწავლე იმყოფებოდა. თუმცა, იქ მყოფმა მასწავლებელმა შეძლო სხვა მოსწავლეების ევაკუირება. მერე კი თავდამსხმელთან მოლაპარაკებები გამართა და შეძლო მისი დარწმუნება, იარაღი დაედო.

სავარაუდოდ, მორიგი თავდასხმა კიდევ უფრო გაამწვავებს აშშ-ში მიმდინარე დებატებს იარაღის გაყიდვების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ