დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტმა მითხრა, რომ ამნისტიის კანონზე ხელმოწერას არ აპირებს

დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტმა მითხრა, რომ ამნისტიის კანონზე ხელმოწერას არ აპირებს

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტი ამნისტიის კანონზე ხელმოწერას არ აპირებს.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შესახებ პრეზიდენტმა გუშინ მას პირადად უთხრა.

"ამნისტიის კანონზე ხელმოსაწერად პრეზიდენტს ვადა დღეს 00.00 საათამდე აქვს, თუმცა გუშინ მითხრა, რომ ის კანონის ხელმოწერას არ აპირებს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ამასთან, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, თუ დღეს პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამნისტიის კანონს, მაშინ ხვალიდან ხელმოწერის კონსტიტუციური ვალდებულება მიენიჭება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც ამისთვის კონსტიტუციით მაქსიმალური 5-დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული. დოკუმენტი ხელმოწერის შემდეგ საკნონმდებლო მაცნეში უნდა გამოქვეყნდეს. ძალაში კი გამოქვეყნების დღეს, 00:.00 საათიდან შევა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა