ირაკლი ჩილინგარაშვილმა მელნიკოვის ექსტრადირების საკითხზე განმარტება გააკეთა

ირაკლი ჩილინგარაშვილმა მელნიკოვის ექსტრადირების საკითხზე განმარტება გააკეთა

საერთაშორისო ხელშეკრულებით არსებობს ვადები მასალების მიწოდებისთვის და არა ექსტრადიციის საკითხის განხილვისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩილინგარაშვილმა ოლეგ მელნიკოვის ექსტრადირებასთან დაკავშირებულ პროცესებზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, საექსტრადაციო მასალების მიწოდებისთვის დადგენილია 30-დღიანი ვადა მინსკის კონვენციით, ხოლო ევროპული კონვენციით დადგენილია მაქსიმუმ 40 დღე.

"ჩვენ ამ ვადაში მივაწოდეთ ეს მასალები უკრაინულ მხარეს და შემდგომ უკვე უკრაინული მხარე თავისი შიდაკანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში და საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ჩილინგარაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინის გენერალურ პროკურატურას ამ ეტაპზე ჯერ არ მიუღია ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება.

"გუშინ ჩატარდა მელნიკოვის სასამართლო სხდომა, სადაც სასამართლომ განიხილა არა ექსტრადიციის, არამედ პატიმრობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი. დღეს ჩვენ შევეხმიანეთ უკრაინელ კოლეგებს და დაგვიდასტურეს, რომ ექსტრადაციის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება გუშინდელ სხდომაზე არ მიღებულა. სასამართლომ გაუგრძელა ვადა მელნიკოვს, იქიდან გამომდინარე, რომ ექსტრადიციის პროცედურები განიხილება", - განაცხადა ჩილინგარაშვილმა.

პროკურატურის წარმომადგენელი განმარტავს, რომ უკრაინულმა მხარემ ქართულ მხარეს აცნობა, რომ არ ითხოვენ არანაირ დამატებით დოკუმენტებს ან ინფორმაციას.

"მათ აღნიშნეს, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული მასალები არის სრულყოფილი და შეესაბამება საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებს", - აღნიშნა ჩილინგარაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ