ავ­თან­დილ დე­მეტ­რაშ­ვი­ლი: "ეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბები სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კამ­დე მიგვიყვანს"

ავ­თან­დილ დე­მეტ­რაშ­ვი­ლი: "ეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბები სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კამ­დე მიგვიყვანს"

უახ­ლო­ეს ხან­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პარ­ლა­მენ­ტი ახა­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვას და­იწყ­ებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პრე­ზი­დენტს აღარ ექ­ნე­ბა მთავ­რო­ბის დათხ­ოვ­ნის უფ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, სა­მა­გი­ე­როდ, მას პარ­ლა­მენ­ტის დათხ­ოვ­ნის უფ­რო ფარ­თო უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა. ამ ფონ­ზე პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მოკ­რი­ვის ხელ­თათ­მა­ნის კე­დელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბას ჯერ არ აპი­რებს. რო­გორც ჩანს, სა­შო­ბაო არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კო­სებს მე­ტად "ცხე­ლი" ზამ­თა­რი ელო­დე­ბათ. ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე მო­საზ­რე­ბას კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი, სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ავ­თან­დილ დე­მეტ­რაშ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტავს.

- პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა, რომ მი­სი აზ­რით, ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის დღე­ვან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, ძალ­თა გან­ლა­გე­ბა არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბას არ ასა­ხავს. ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბით, პრე­ზი­დენტს ენი­ჭე­ბა უფ­ლე­ბა, 6 თვე­ზე ად­რე და­ითხ­ო­ვოს პარ­ლა­მენ­ტი, ჩა­ა­ტა­როს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას, დღე­ვან­დე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, პრე­ზი­დენტს ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე (რა თქმა უნ­და, რა­ღაც მი­ზე­ზი უნ­და და­სა­ხელ­დეს, თუმ­ცა, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლად არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი) აქვს მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა, ეს პრე­ზი­დენ­ტის ექ­სკლუ­ზი­უ­რი, დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ პრე­ზი­დენტს მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბით ჰქონ­დეს, ამ­გვა­რი პრე­ცე­დენ­ტი მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს. ჩე­მი აზ­რით, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ბო­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კამ­დე მიგ­ვიყ­ვანს, მი­სი კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის ნა­წი­ლი­ა. ამ­გვარ სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში პრე­ზი­დენტს ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა თა­ვი­დან­ვე გა­ნაცხ­ა­და, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ას შე­ვას­წო­რებთ და ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მას სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის მო­დე­ლამ­დე მი­ვიყ­ვან­თო. ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პარ­ლა­მენ­ტის რო­ლი გა­იზ­რდე­ბა, რაც სა­ხალ­ხო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გა­ზი­ა­რე­ბას ნიშ­ნავს.

- რო­გორ შეც­ვლის ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ბა­ლანსს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებს შო­რის და ხომ არ მოჰ­ყვე­ბა სხვა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი?

- არა მგო­ნი­ა, თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მა­ლე დად­გე­ბა პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წე­სის ცვლი­ლე­ბის სა­კითხი - ის აირ­ჩე­ვა არა პირ­და­პი­რი წე­სით, არა­მედ პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ.

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც 2013 წლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­თა­ვი­სოდ გა­იმ­ზა­და, რად­გან გაპ­რე­მი­ე­რე­ბას აპი­რებ­და...

- ახ­ლა უკ­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ იმ­ხა­ნად, კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ვი­ცო­დი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრო­ბას არ აპი­რებ­და. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მის ის­ტო­რი­უ­ლი გე­ზის სა­ფუძ­ველ­ზე - ქვე­ყა­ნა თან­და­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბი­დან კო­ლექ­ტი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის­კენ მი­დის, - პარ­ლა­მენ­ტის ანუ კო­ლე­გი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის რო­ლი ძლი­ერ­დე­ბა. ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ახ­ლა­ხან ინი­ცი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც, პრე­მი­ერ ივა­ნიშ­ვილს არა­ერ­თხელ გა­ნუცხ­ა­დე­ბი­ა, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ში ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა უნ­და დას­რულ­დეს.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრო­ბის სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტებ­საც გა­ნი­ხი­ლავ­და - მე­რა­ბიშ­ვი­ლი, უგუ­ლა­ვა. თქვე­ნი აზ­რით, შე­საძ­ლე­ბე­ლია მოვ­ლე­ნა­თა ამ­გვა­რი გან­ვი­თა­რე­ბა? ხელს აძ­ლევს სა­ა­კაშ­ვილს მოქ­მე­დი მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბა, შემ­დეგ კი კვლავ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა?

- ვფიქ­რობ, დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მთავ­რო­ბის დათხ­ოვ­ნა ხელს არ აძ­ლევს, რად­გან პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობს ცნე­ბა - სა­არ­ჩევ­ნო კა­ლენ­და­რი. და რო­ცა არ­ჩევ­ნე­ბი მოკ­ლე დრო­ში, ზე­დი­ზედ ტარ­დე­ბა - ოქ­ტომ­ბრი­დან აპ­რი­ლამ­დე კი ნა­ხე­ვა­რი წე­ლიც არ იქ­ნე­ბა გა­სუ­ლი, - ამომ­რჩე­ვე­ლი თა­ვის არ­ჩე­ვანს არ ცვლის, ეს სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა; "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ამ არ­ჩევ­ნებ­ში კი­დევ უფ­რო ნაკ­ლებ ხმას მი­ი­ღებს, ხო­ლო თუ პრე­ზი­დენ­ტის პარ­ტია მე­ო­რე­დაც და­მარ­ცხდე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში, ის პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც და მო­რა­ლუ­რა­დაც ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­დად­გეს. თუმ­ცა, სა­ა­კაშ­ვი­ლი ბო­ლომ­დე გა­მო­ი­ყე­ნებს ყვე­ლა სხვა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას - ეს იქ­ნე­ბა კა­ნო­ნებ­ზე ვე­ტოს და­დე­ბის, ქვეყ­ნის ძა­ლო­ვა­ნი მი­ნის­ტრე­ბის გა­და­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თვა და ა.შ.

ესაუბრა ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა