დიმიტრი თუმანიშვილი - ბაგრატის ტაძარს ავთენტურობა არ დაუკარგავს

დიმიტრი თუმანიშვილი - ბაგრატის ტაძარს ავთენტურობა არ დაუკარგავს

ბაგრატის ტაძარს ავთენტურობა არ დაუკარგავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხელოვნების ისტორიკოსმა, პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ქართული ეკლესიის მოთხოვნით განხორციელდა. მეცნიერის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის მშენებლობის დასრულების თემასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკური სპეკულაციაა.

დიმიტრი თუმანიშვილის განმარტებით, ბაგრატის ტაძარს ავთენტურობა არ დაუკარგავს და მშენებლობამდე რა მდგომარეობა ჰქონდა, ისიც 1948 წელს რესტავრატორ ვახტანგ ცინცაძის მიერ იყო დაკონსერვებული და ტაძარი მე-20 საუკუნის ორმოციან წლებამდე უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც დიმიტრი თუმანიშვილმა, აღნიშნა, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია უმაღლესი სტანდარტებით შესრულდა, რასაც "იუნესკოს" ექსპერტის იუკა იოკილეტოს დასკვნაც მიუთითებს.

როგორც ქართველი მეცნიერი აღნიშნავს, "იუნესკოში" ბაგრატის ტაძრისა და გელათის სამონასტრო კომპლექსის რენომინაცია უნდა მოხდეს, რაც არსებულ პრობლემას მოაგვარებს.

თუმანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ "იუნესკოს" სიიდან ბაგრატის ტაძრის შესაძლო ამოღება ტრაგედიას არ წარმოადგენს.

იხილეთ ვიდეო: ვინც ამბობს, რომ ბაგრატის ტაძარი ნანგრევად უნდა დარჩენილიყო, ეკლესიას უპირისპირდება - დიმიტრი თუმანიშვილი

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"