ირაკლი ღარიბაშვილი – შსს კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას არ დაუშვებს

ირაკლი ღარიბაშვილი – შსს კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას არ დაუშვებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას არ დაუშვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონის მიღება იყო ახალი ხელისუფლების ჰუმანური აქტი. "არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ამან შესაძლოა, კრიმინალის გაზრდა გამოიწვიოს. თუმცა, ჩვენი სამინისტრო და პოლიცია სრულად მობილიზებულია და ჩვენ არ დავუშვებთ კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქების ერთობლივ წირვას დაესწრო.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ