დავით დარჩიაშვილი - ვახტან მაისაია რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცემდა ინფორმაციას

დავით დარჩიაშვილი - ვახტან მაისაია რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცემდა ინფორმაციას

მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის, რომ ვახტანგ მაისაია რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცემდა ინფორმაციას, ომის დროს ქართული სამხედრო ნაწილების გადაადგილებებზე , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა ვახტან მაისაიას დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

"თვითონ შეიძლება ბევრ რამეს აცხადებდეს. ვიღაცამ შეიძლება ისიც თქვას, кгб"-ს გენერალიც ვიყავიო, მაგრამ кгб-სთან, "ფე-ეს-ბე"-სთან თუ гру-სთან რამე საქმე მქონდაო, ვინმეს გინახავთ ეღიარებინოს?!", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსით გათავისუფლებული ვახტანგ მაისაია მოითხოვს, რომ მის საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას.

რუსთავის მე-17-ე საპყრობილიდან გათავისუფლებულმა ვახტანგ მაისიამ განაცხადა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით დარღვეულია კონსტიტუცია და პასუხები უნდა გაეცეს ძალიან ბევრ კითხვას.

"მიშა და მაგათი ბანდა რომ სისულეებს ლაპარაკობდა, ეს ყველაფერი გამოჩნდა. მე რუსეთის ჯაშუშობას არ მაბრალებდნენ. საქმეში წერია, რომ მე ვიყავი ნატო-ს სპეცსამსახურების ჯაშუში. გასცეს მიხეილ სააკაშვილმა პასუხი ნატო-ს გენერალურ მდივანს ამ ყველაფერზე. მე გავაგრძელებ ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია", - განაცხადა მაისაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა