თეა წულუკიანი: "სააკაშვილი პანიკაშია, იცის, მისი დაკავება მხოლოდ მე შემიძლია"

თეა წულუკიანი: "სააკაშვილი პანიკაშია, იცის, მისი დაკავება მხოლოდ მე შემიძლია"

ბოლო ხანს "ნაციონალური მოძრაობის" სამიზნე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა. მის საწინააღმდეგოდ მამამისის, ყოფილი მოსამართლის, ავთანდილ წულუკიანის ფაქტორის გამოყენებას ცდილობენ.

"ავთანდილ წულუკიანი მოსამართლე იყო 1991-1997 წლებში. ამ ხნის განმავლობაში მან 20 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. ყოველწლიურად ეს ადამიანი ხელს აწერდა სასიკვდილო განაჩენს. ამ შემაშფოთებელი რეკორდით ავთანდილ წულუკიანი არის ყველაზე სისხლიანი მოსამართლე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მაინტერესებს, იღებს თუ არა დღეს იუსტიციის მინისტრი პირად რჩევებს ამ პიროვნებისგან, რომელსაც შემზარავი და ბნელი წარსული აქვს", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

გთავაზობთ იუსტიციის მინისტრთან ინტერვიუსაც, რომელიც თეა წულუკიანის მოუცლელობის გამო, ღამის თერთმეტ საათზე შედგა.

- რას უპასუხებთ თინათინ ბოკუჩავას განცხადებას?

- ეს განცხადება სინამდვილეში სააკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც გასცა განკარგულება, რომ იუსტიციის მინისტრის დისკრედიტაციისთვის ჯგუფი შეიქმნას. ამ ჯგუფში შედიან: დავით ტყეშელაშვილი, დეპუტატები მელიქიშვილი, საჯაია, ნადარეიშვილი, ბოკუჩავა და სხვ. პრეზიდენტი ეძებდა სპიკერს. ამ როლის შესრულებას მხოლოდ ქალბატონი თინათინი დათანხმდა და ტექსტის წაკითხვაშიც ივარჯიშა დეპუტატ მინაშვილთან ერთად. ბატონ მიხეილს გადაწყვეტილი აქვს, რიგრიგობით ამოირჩიოს სამიზნეები და მათ წინააღმდეგ, როგორც თვითონ უწოდებს, დარტყმა განახორციელოს...

საინტერესოა, მაშინ არ იყო ჩემი მშობელი სააკაშვილისთვის მიუღებელი, როდესაც იუსტიციის მინისტრობისას თავის მოადგილეობას მთავაზობდა, როცა "ვარდების რევოლუციის" მერე მთავაზობდა ელჩობას პარიზში? მაგრამ მე მისი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არასოდეს მიმიღია, რადგან თავად იყო ყოველთვის ჩემთვის მიუღებელი. თუმცა, მესმის მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და არ ვბრაზდები. დიდი იმედით ხელისუფლების სათავეში მოსული პრეზიდენტი ასე ტრაგიკულად ასრულებს პოლიტიკურ კარიერას და გასაგებია, რომ სწყინს ჩემგან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორსაც თავად არ მიიღებდა. მაგალითად, ის არასოდეს ისურვებდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კი არ გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, არამედ - რიგითმა მოსამართლეებმა. სააკაშვილი, როგორც ჩანს, მისთვის ჩვეულ პანიკაშია, რადგან იცის, რომ ადეიშვილის მიერ შექმნილი კანონის თანახმად, მხოლოდ მე მაქვს მისი დაკავების უფლება. მინდა დავამშვიდო - ჩვენი მთავრობა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობაა.

მე პრემიერ-მინისტრისგან სასამართლო რეფორმის ჩატარება მაქვს დავალებული და მიმაჩნია, რომ ეს რეფორმა მოსამართლეებისთვის თავისუფლების მინიჭებას უნდა ემსახურებოდეს.

პრემიერ-მინისტრი მეთანხმება, რომ რიგით მოსამართლეს, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს, მისთვის სასარგებლო კანონით შეიარაღება სჭირდება, ეს კი პრეზიდენტს არ მოსწონს.

რაც უნდა შავი პიარი ააგოროს ჩემს წინააღმდეგ საქართველოს გაბრაზებულმა პრეზიდენტმა, სასამართლო რეფორმას ბოლომდე მივიყვან და კარგი კანონებით მოსამართლეებს საშუალებას მივცემ, თავად გადაწყვიტონ, რა სჯობს მართლმსაჯულებისათვის, თავად მართონ პროცესები, თუ იყვნენ დამოკიდებული პოლიტიკურ მოვლენებსა და ვინმეს - მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების - ნება-სურვილზე. ყველასგან გათავისუფლებული მოსამართლე ჩემი ოცნებაა და ამ ოცნებას ისევე ავისრულებ, როგორც ნაძალადეველებმა აიხდინეს ოცნება წინა წლის ოქტომბერში, როდესაც იქ მრავალი წლის განმავლობაში გამეფებული უსამართლო კაცი დაამარცხეს...

მამაჩემის წინააღმდეგ პირველად ჭორი მერაბ სამადაშვილმა ააგორა - თქვა, თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე ის იყო მოსამართლე და "მკვლელის შვილს" ხმა არ მისცეთო. ეს ნაძალადევის ამომრჩეველმა არ დაიჯერა, რასაც ქალბატონი ნათელა მაჭავარიანის განცხადებამაც შეუწყო ხელი და მე ამისათვის მისი მადლიერი ვარ. ამ საქმეზე მოსამართლე თემურ გერსამია იყო, პროკურორი - იოსელიანი. აღნიშნული სასამართლო პროცესების ვიდეო და ფოტოკადრებიც არსებობს, რომლებიც დიდი ხნის წინ გამომზეურდა.

ახლა იმავე ილეთს პრეზიდენტი იყენებს - ის ესხმის თავს უფროსი თაობის კვალიფიციურ იურისტს. დიახ, მე ვთვლი, რომ მამაჩემი სწორედ ასეთი იურისტია. მაშინდელი კანონების გამო მას მოუხდა მკაცრი, მაგრამ სათანადო და პროპორციული სასჯელების შეფარდება. ამ ილეთით პრეზიდენტი აგრძელებს ჩარეცხილების თემას. მის ადგილას მე ამ საკითხზე ხმას არ ამოვიღებდი, რადგან ეს მისთვის წამგებიანია. რაც შეეხება რჩევებს, როცა პრეზიდენტმა ბოკუჩავას ინსტრუმენტალიზაციის გზით განცხადება გააკეთა და თქვა, იუსტიციის მინისტრი მამისგან იღებს რჩევებსო, მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, ნეტავ, მართლა ასე იყოსო. ხმამაღლა გაგვეცინა ორივეს, რადგან ერთადერთი, რაზეც მშობლები მოზარდობის პერიოდიდან მაკრიტიკებენ, სწორედ ისაა, რომ ძალიან ურჩი ვარ; დედაც და მამაც თვლიან, რომ ჩემს ხელში"უუფლებონი არიან.

- ვინ მუშაობს სასამართლოს რეფორმაზე და საინიციატივო ჯგუფთან თუ აქვს კავშირი მამათქვენს?

- ის სასამართლო რეფორმა, რომლის ავტორიც არის იუსტიციის სამინისტრო, პირველ რიგში ჩემი მოადგილის - ალექსანდრე ბარამიძისა და იმ დეპარტამენტების დამსახურებაა, რომლებმაც ამ კანონპროექტებზე იმუშავეს; ეს არის სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკური დეპარტამენტები. ამ რეფორმის შედეგად გაზაფხულიდან გვეყოლება ეფექტიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეთა ისეთი კონფერენცია, რომელიც კუბლაშვილის დიქტატის ქვეშ კი არ იქნება, არამედ თვითმმართველობის ორგანოს ფუნქციას შეიძენს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ასევე იხილეთ: "მე ვარ ძალიან გახარებული, როგორც ჩანს, პრეზიდენტი გავაღიზიანე" - თეა წულუკიანი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა