თუ გინდა პრეზიდენტი გააცილე, ვიცი, რომ უფრო მეტად გიყვარს - უთხრა პრემიერმა დამშვიდობებისას საქართველოს პატრიარქს, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა გაკვირვება გამოხატა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ძველით ახალ წელს საპატრიარქოში, პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავისა და დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საღამოს დაესწრნენ. ღონისძიებას მსოფლიო პატრიარქი, ასევე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოში ვიზიტად მყოფი სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ვიდეოკადრები პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
