თამრიკო ჭოხონელიძე: "ახლა ნათლისღება მოდის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ნათლიას, ბერა დამირეკავს და ამ დღეს მომილოცავს"

თამრიკო ჭოხონელიძე: "ახლა ნათლისღება მოდის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ნათლიას, ბერა დამირეკავს და ამ დღეს მომილოცავს"

ამბობს, რომ ის პერიოდი არასოდეს დაავიწყდება და საკუთარ კარიერაზე მეტად კულტურის სფეროში არსებული პრობლემები აწუხებს. მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე თამამი მოსაზრებებისა და პოზიციის გახმოვანებით გამოირჩევა. ამბობს, რომ სწორედ ამის გამო იქცა "დაბლოკილ მომღერლად".

- ყოფილ ხელისუფლებას არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა ამა თუ იმ პროცესისა და ადამიანის მიმართ. ვინმე თუ განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, არ მოსწონდათ, ვერ მიიღეს ჯანსაღად, ეს იყო მთელი უბედურება. არადა, თუ შენიანს არ მოუსმინე, არაფერი გამოვა. იმ სფეროში, სადაც მე ვარ, მიმაჩნდა, რომ ჩემი აზრი კომპეტენტური უნდა ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან, რომ მე ფოლკლორისტი ვარ. როგორც მოქალაქეს და როგორც ჩემი საქმის მცოდნეს, არ მქონდა უფლება, არ მეთქვა ის, რაც ფოლკლორის სფეროში ხდება. ის ადამიანები, რომლებმაც ამ სფეროში, ასე ვთქვათ, სადავეები დაიჭირეს, აბსოლუტურად არაკომპეტენტურები იყვნენ და ამას მხოლოდ მე არ ვამბობდი, ამაზე ყველა ფოლკლორისტი ლაპარაკობდა. თანდათან ვხედავდით, როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს კულტურის სფეროს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, როგორ ხდებოდა მიტაცება და მითვისება სხვისი ნაღვაწის; სამარცხვინოდ შეფუთვა იმ ყველაფრის, რასაც ადამიანთა ჯგუფი წლების განმავლობაში ქმნიდა. ჩემთვის ყველაზე გამაოგნებელი იყო მსმენელი - არასწორად ინფორმირებული ხალხი.

ლამის ერის მამად შერაცხეს კაცი, რომელმაც, ფაქტობრივად, დაანგრია ყველაფერი, მაგრამ ამას ძალიან ოსტატურად ფუთავდა. მე ამ ყველაფერს აღმაშენებლის პროსპექტს ვამსგავსებ, გავაიგივე მუსიკის სფეროსთან. ბრჭყვიალა ქაღალდში ყველაფერი კარგად ჩანს, იმის იქით კი ნაგავია. მე იქ ვცხოვრობდი ოცდაორი წელი და კარგად ვიცი, რა ხდება. ხალხი საყვედურის მეტს არაფერს ამბობს. დამპალია ყველაფერი...

აქ ერთ ადამიანზე არ არის ლაპარაკი, იმ ერთს უსინდისო ადამიანების არმია უდგას გვერდით. უფლება არ მქონდა, ხმა არ ამომეღო, არ მეთქვა ამათი კაიკაცობის შესახებ. რომ იტყვიან, ცეცხლს შევენთე, ბევრი კი მაშინ გაჩუმდა. ჩემთვის მტკივნეული არ არის, ვჩანდი თუ არა სცენაზე. კიდევ კარგი, რომ მაქვს პროფესია და ვმუშაობდი თეატრალურ ინსტიტუტში, მქონდა სტუდია და ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული. სცენაზე დგომის იდეფიქსიც არ გამაჩნია, არა ვარ ამით დაავადებული.

- მინდა გკითხოთ ერთ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა მემანიშვილსა და კულტურის მაშინდელ მინისტრ ნიკა რურუას ეხება. თქვენი კონცერტის ჩაშლის მცდელობა იყო?

- არ ვიცი, მაშინ რა მოხდა. დღემდე შენახული მაქვს ნიკა მემანიშვილის მესიჯი - ოდესმე გეტყვი, რა მოხდა სინამდვილეშიო. კონცერტამდე ორი კვირით ადრე მირეკავს ნიკა, რომელიც ჩემ გვერდით უნდა მდგარიყო და მის ორკესტრს აკომპანირება უნდა გაეწია და მეუბნება: კონცერტი ჩაიშალა, რადგან ბატონი ნიკა რურუა პარიზში მგზავნის ჩემი ორკესტრითო. რა უნდა მექნა? დავურეკე დათო დოიაშვილს, მირჩია, რურუასთან მივსულიყავი და ყველაფერი გამერკვია. მას კი გაუკვირდა, მითხრა, მე არავის ვგზავნი პარიზშიო. ასე რომ, დღემდე ვერაფერი გავიგე. ნიკამ მითხრა, ზეწოლის ქვეშ ვიყავიო, არ ვიცი, ოდესმე მეტყვის, ალბათ. თუ არ მეტყვის, ეგეც მის ნამუსზე იყოს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"