16 წლის ქართველი ჯაზმენი სამართალდამცველებს მასზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს

16 წლის ქართველი ჯაზმენი სამართალდამცველებს მასზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს

16 წლის ქართველი ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი სამართალდამცველებს მასზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ცნობილი ახალგაზრდა ჯაზმენი ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა მოწმის სტატუსით, მისი მეგობრის ბინის ქურდობის ფაქტზე დაიბარეს და 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

როგორც გოჩიაშვილი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მასზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მათ შორის ემუქრებოდნენ, რომ საზღვარზე არ გაუშვებდნენ.

ამჟამად ბექა გოჩიაშვილი ამერიკაში იმყოფება და "რუსთავი 2"-ს სკაიპის მეშვეობით ესაუბრა. "რაღაც საშინელებას თუ არ ვაღიარებდი, მემუქრებოდნენ. ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი ჩემთვის, რომ ჩემს ქვეყანაში ასე მექცევიან", - აღნიშნა ბექა გოჩიაშვილმა.

მისივე თქმით, მუქარა განხორციელდა მისი ძმის, 18 წლის ლაშა გოჩიაშვილის მიმართაც, რომელიც ასევე დაკითხვაზე ჰყავდათ. "ჩემი ძმა გაცილებით დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ის სამი საათი იკითხებოდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე, საშინელი მუქარა ხორციელდებოდა. რომ გამოვიდა, ვერ აზროვნებდა. მათ შორის, დაჭერითაც ემუქრებოდნენ", - განაცხადა გოჩიაშვილმა.

ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ძმებ გოჩიაშვილების დაკითხვას ადასტურებენ, თუმცა, ზეწოლას კატეგორიულად უარყოფენ.

იხილეთ ვიდეო: ვირტუოზი ბექა გოჩიაშვილი სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ