12 წლის ბიჭუნას, რომელმაც ნეონაცისტი მამა მოკლა, 11 წელი მიუსაჯეს

12 წლის ბიჭუნას, რომელმაც ნეონაცისტი მამა მოკლა, 11 წელი მიუსაჯეს

კალიფორნიაში სასამართლომ 12 წლის ჯოზეფ ჰოლი მამის, ჯეფრი ჰოლის, განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. ჯეფრი ჰოლი ადგილობრივი ნეონაცისტური ორგანიზაციის ნაციონალ-სოციალისტურ მოძრაობის ფონდს ხელმძღვანელობდა.

ჯოზეფმა 2011 წლის მაისში 32 წლის მამას ესროლა, რომელიც რასისტულ შეხედულებებს მხარს უჭერდა. მაშინ ბიჭუნა 10 წლის იყო.

ადვოკატ ჯოზეფ მეთიუს თქმით, ბავშვი სასტიკ და ძალადობრივ ატმოსფეროში იზრდებოდა და ადამიანის მკვლელობა დაშვებულად ჩათვალა. ადვოკატის განცხადებით, მამის მოკვლით ბიჭუნას ძალადობის აღკვეთა უნდოდა. სასამართლომ პატარა მკვლელს ბავშვთა გამოსასწორებელ კოლონიაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მომზადებულია Associated Press - ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ