არც ისე შორს არის დრო, როდესაც გახმაურებული საქმეები დასრულებულად გამოცხადდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გენერალურმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გახმაურებული საქმეები, როგორიც არის გირგვლიანისა და რობაქიძის საქმე დამოკიდებულია ობიექტურ რეალობაზე და თავისი მასშტაბებით გამოძიებამ აჩვენა, რომ საქმეში არის ბევრი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და საჭირო იყო მათი დაკითხვა.
"ეს სიძნელეებს უკავშირდება იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფება", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მისი თქმით, საქმეებში მტკიცებულებების მოპოვება რთულია იქიდან გამომდინარე, რომ მათი მასობრივი ფალსიფიკაცია მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ საქმეებში ფიგურირებენ თანამდებობის პირები.
"არც ისე შორს ვართ იმ დროსთან, როდესაც აღნიშნული საქმეები დასრულებულად გამოცხადდება", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.