საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმებაზე კანონი შესაძლოა, 1-ელი მარტიდან ამოქმედდეს

საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმებაზე კანონი შესაძლოა, 1-ელი მარტიდან ამოქმედდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმების შესახებ მისი საკანონმდებლო ინიციატივა, საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა, 1-ელ მარტს დამტკიცდეს.

როგორც თინა ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ვერსიაში მითითებულია, რომ კანონი დამტკიცების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს ძალაში. შესაბამისად, მისი განმარტებით, საპარლამენტო სესიების დაწყების, განხილვისა და სამი მოსმენის შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში, კანონი 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში გადასახადი 2011 წლიდან დაწესდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"