თბილისი 10 რაიონად დაიყოფა

თბილისი 10 რაიონად დაიყოფა

დედაქალაქი 10 რაიონად დაიყოფა. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია დღეს საკრებულოს ახალი ინიციატივით მიმართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, რაიონების დაყოფა მარტივად მოხდება. მაგალითად, ვაკე-საბურთალოს ნაცვლად ვაკისა და საბურთალოს რაიონები იქნება, იგივე პრინციპით მოხდება სხვა რაიონების დაყოფაც.

"დაყოფის ეს პრინციპი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა, რადგან გამგეობის მომსახურების ცენტრები, დაყოფის შემდეგ უკვე ორ რაიონს მოემსახურება", - აცხადებენ მერიაში.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს: ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების უკეთ გადაწყვეტასა და დარეგულირებას, მასში მოსახლეობის ჩართულობის დონის უფრო ამაღლებას და შესაბამისად, თბილისელების საზოგადოებრივი, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სახის ინტერესების კიდევ უფრო ეფექტურად დაკმაყოფილებას.

მერიის ახალი ინიციატივა თბილისის მერმა საზოგადოებას დღეს გააცნო და ქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"