მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ბექა გოჩიაშვილს ესაუბრა

მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ბექა გოჩიაშვილს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ტელეფონით ჯაზმენ ბექა გოჩიაშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი მუსიკოსის მამას, ვალერი გოჩიაშვილს შეხვდა და იმ ზეწოლის ფაქტებით დაინტერესდა, რომელიც ბექა გოჩიაშვილისა და მისი ძმის, ლაშა გოჩიაშვილის წინააღმდეგ ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკითხვის პროცესში ხორციელდებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მათ სოლიდარობა და აღნიშნა, რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. სატელეფონო საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ბექას სწავლაში წინსვლა და პროფესიული წარმატებები უსურვა.

ბექა გოჩიაშვილი და მისი ძმა ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ბექას მეზობლის ბინის გაქურდვის ფაქტზე 8 იანვარს მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც 16 წლის მუსიკოსი აცხადებს, გამომძიებლების მხრიდან მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა, მის ძმას კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"