სოზარ სუბარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

სოზარ სუბარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ირაკლი წერეთელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სოზარ სუბარის პირველმა მოადგილემ, გიგა გიორგაძემ დაუდასტურა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, ირაკლი წერეთელმა, რომელიც პენიტენციურ სისტემას კურირებდა, გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაწერა.

სხვა დეტალებზე გიგა გიორგაძე კომენტარს არ აკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ