როგორ აფასებს დავით საგანელიძეს მისი მეუღლე

როგორ აფასებს დავით საგანელიძეს მისი მეუღლე

ქალ­ბა­ტო­ნი 23 წლი­სა­ა, მა­მა­კა­ცი მას­ზე 30 წლით უფ­რო­სი. მა­თი და­ქორ­წი­ნე­ბი­დან მე­ოთხე წე­ლი­წა­დი და­იწყო და უკ­ვე ორი შვი­ლი ჰყავთ - ორი წლის ნო­და­რი, რო­მელ­საც სა­ხე­ლი ბა­ბუ­ის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს და 10 თვის ელე­ნე. ახა­ლი წლის დღე­ებ­ში მათ ოჯახს ვსტუმ­რობ. კარ­თან ბავ­შვე­ბი მე­გე­ბე­ბი­ან ძი­ძას­თან ერ­თად. უხა­რი­ათ სტუმ­რის მის­ვლა და ჩე­მი ყუ­რადღ­ე­ბის მიქ­ცე­ვას ცდი­ლო­ბენ - ნო­დარს ნაძ­ვის ხეს­თან მივ­ყა­ვარ და თოვ­ლის ბა­ბუ­ის სა­ჩუქ­რებს მაჩ­ვე­ნებს, ელე­ნე მი­ღი­მის და მეპ­რან­ჭე­ბა. სხვა­თა შო­რის, ელე­ნე უკ­ვე და­დის. ცო­ტა ხან­ში სა­ა­ხალ­წლოდ ლა­მა­ზად მორ­თულ ოთახ­ში ბავ­შვე­ბის დე­დაც შე­მო­დის - კარ­გა ხა­ნი­ა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვმე­გობ­რობთ, მაგ­რამ პი­რის­პირ პირ­ვე­ლად ვხვდე­ბით. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნიც ჩანს. მი­ბო­დი­შებს, მე­უღ­ლე რომ ვერ დამ­ხვდა შინ. არც მიკ­ვირს - ვი­ცი, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი­ა. ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტონს სო­ფო ჰქვი­ა, გვა­რად ფარ­ცხა­ლა­ძე­ა, მი­სი მე­უღ­ლე კი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე გახ­ლავთ.

- სო­ფო, სამ­წლი­ა­ნი თანაცხოვ­რე­ბის შემ­დეგ რა­მით ხომ არ გა­ნი­ხიბ­ლეთ, ხომ არ გა­მო­იც­ვა­ლა ბა­ტო­ნი და­ვი­თი?

- და­თო სრუ­ლი­ად არ შეც­ვლი­ლა, ეგა­ა, რომ მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სტა­ტუს­მა ფი­ზი­კუ­რად ცო­ტა­თი "დაგ­ვა­შო­რა" - სულ ქუ­თა­ის­შია და შა­ბათ­-კვი­რა­საც იმ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­მო­დის, თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მე აქვს თბი­ლის­ში. თუმ­ცა ტე­ლე­ფო­ნით წამ­და­უ­წუმ რე­კავს და დაწ­ვრი­ლე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა - რო­გორ ვართ, ბავ­შვებ­მა რა ჭა­მეს, რას აკე­თე­ბენ, დრო­უ­ლად და­ი­ძი­ნეს თუ არა და ასე შემ­დეგ. მოკ­ლედ, დღის გან­რი­გი ზე­პი­რად იცის.

- ბევ­რი მით­ქმა-­მოთ­ქმა კი მოჰ­ყვა თქვენს ქორ­წი­ნე­ბას. მა­ინც რით მოგ­ხიბ­ლათ წლო­ვა­ნე­ბით ასე უფ­როს­მა მა­მა­კაც­მა?

- უპირ­ვე­ლე­სად ვიტყ­ვი, რომ მიკ­ვირს, რო­დე­საც უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვე­ბის ცხოვ­რე­ბას, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, მათზე მე­ტად ღე­ლა­ვენ. არც კი ფიქ­რო­ბენ, თვი­თონ ის ადა­მი­ა­ნე­ბი რას გა­ნიც­დი­ან, სა­კუ­თარ ნა­ბიჯ­ზე თუ იფიქ­რეს, ინერ­ვი­უ­ლეს თუ არა და ასე შემ­დეგ. რო­გორ ფიქ­რობთ, ყვე­ლა­ზე მე­ტად დე­და­ჩე­მი არ ინერ­ვი­უ­ლებ­და? მით უფ­რო, რომ და­თო­ზე ცო­ტა უმ­ცრო­სიც კი არის - ად­რე გათხ­ოვ­და და 17 წლის იყო, მე რომ გა­ვუჩ­ნდი... იმ სა­ღა­მოს­ვე, და­თო რომ შე­მო­ვი­და აფ­თი­აქ­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, სიყ­ვა­რულ­ზე არც მი­ფიქ­რი­ა. ჩვე­უ­ლებ­რივ შე­ი­ძი­ნა რაც სჭირ­დე­ბო­და და წა­ვი­და, მაგ­რამ... თურ­მე, აფ­თი­ა­ქის მი­სა­მარ­თი წა­უ­კითხ­ავს, შემ­დეგ "09"-ში და­უ­რე­კავს, აფ­თი­ა­ქის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გა­უ­გი­ა, მე­რე ბევ­რი უფიქ­რია თუ ცო­ტა, გა­და­უწყ­ვე­ტია და... აფ­თი­აქ­ში და­მი­რე­კა, - გუ­შინ დი­ლით ვი­ყა­ვი თქვენ­თან, თუ გახ­სო­ვარ­თო? გა­მე­ღი­მა: დი­ლით ვე­რაფ­რით იქ­ნე­ბო­და, რად­გან სა­ღა­მოს ცვლა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ვუთხ­ა­რი კი­დეც. მკითხ­ა, შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­ფო­ნით ვი­სა­უბ­როთ ხოლ­მე და ვი­მე­გობ­რო­თო? მის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას ცუ­დად ვერ მი­ვი­ღებ­დი, რად­გან სე­რი­ო­ზულ ადა­მი­ა­ნად ვიც­ნობ­დი შო­რი­დან. ცხა­დი­ა, ისიც ვიგ­რძე­ნი, რომ მო­ვე­წო­ნე, ამი­ტომ დავ­თან­ხმდი. მე­რე შევ­ხვდით კი­დეც ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე... ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ღვ­თის ნე­ბა იყო, აბა, რა­ტომ სხვა აფ­თი­აქ­ში არ შე­ვი­და? რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რაც "სხვა­გან" წყდე­ბა. მთა­ვა­რი­ა, მივ­ხვდი, რომ და­თო იდე­ა­ლუ­რი ქმა­რი და მა­მა იქ­ნე­ბო­და. ზო­გა­დად, რაჭ­ვე­ლი კა­ცე­ბი ხომ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ამით. ბევ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლის­თვის სამ­სა­ხუ­რია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, მე კი უფ­რო მე­ო­ჯა­ხე ვარ. ისე, სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა არ­ც ერთს გვაკ­ლი­ა. შე­იძ­ლე­ბა ჩემს ასაკ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლიც კი ვჩან­ვარ.

- თქვენ, მგო­ნი, მა­მა ად­რე გარ­და­გეც­ვა­ლათ.

- სა­მი წლის ვი­ყა­ვი და ამი­ტომ მა­მა არც მახ­სოვს. ვი­ცი, რა­ტო­მაც ახ­სე­ნეთ ეს ამ­ბა­ვი: ფიქ­რობთ, რა­ღაც­ნა­ი­რად ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი? სა­ერ­თოდ, ისე მოხ­და ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ბა­ბუ­ე­ბიც ჩემს და­ბა­დე­ბამ­დე გარ­და­იც­ვალნენ, მა­მის ძმაც გარ­დაც­ვლი­ლი­ა... შე­იძ­ლე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ყოფ­ნაც და­თომ შე­მივ­სო... ის მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბა­ა, ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცი და უთ­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი­ა. ში­ნი­დან ისე არ გა­ვა, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი რომ არ ჩაგ­ვკოც­ნოს. და­თოს დე­დაც ჩვენ­თან ცხოვ­რობს და უნ­და ნა­ხოთ, რა თბი­ლად ექ­ცე­ვა. ასე მგო­ნი­ა, კაცს თუ დე­და არ უყ­ვარს, ამქვეყ­ნად არც არა­ვინ ეყ­ვა­რე­ბა, ამი­ტომ მა­ხა­რებს მა­თი ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა. მეც შე­იძ­ლე­ბა წამ­და­უ­წუმ არ მითხ­რას, - მიყ­ვარ­ხა­რო, - მაგ­რამ ყო­ველ წუთს რომ მო­მი­კითხ­ავს, ბავ­შვე­ბით რომ ინ­ტე­რეს­დე­ბა, დიდ სიყ­ვა­რულს არ ნიშ­ნავს? მე კი ბავ­შვო­ბი­დან თბილ და სრულ­ყო­ფილ ოჯახ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ხში­რად წარ­მო­ვიდ­გენ­დი ხოლ­მე: ვსხედ­ვართ სუფ­რას­თან დე­და, მა­მა, ჩე­მი და და მე, ვსვამთ ჩა­ის და ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რუ­ლი­თაა სავ­სე... სამ­წუ­ხა­როდ, ცხოვ­რე­ბა­ში ასე არ მოხ­და, რად­გან მა­მა ად­რე გარ­და­იც­ვა­ლა... ადა­მი­ან­მა ოჯა­ხის ფა­სი უნ­და იცო­დე და თუ ამას ვერ და­ა­ფა­სებ, ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ. შვი­ლე­ბიც ასე უნ­და გა­ზარ­დო. დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ოჯა­ხი მაქვს, სა­დაც ხან შე­იძ­ლე­ბა ვკა­მა­თობთ, ხან - გვწყინს, უფ­რო მე­ტად კი ერ­თად ყოფ­ნა გვი­ხა­რია და გვიყ­ვარს. მინ­და, დი­დი ასო­ე­ბით და­წე­როთ, რომ ვე­რა­ნა­ი­რი ან­გა­რე­ბა და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი ვერ გა­და­არ­ჩენს ურ­თი­ერ­თო­ბას, თუ­კი შინ სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო არ არის. გგო­ნი­ათ, რომ ძა­ლი­ან მა­ნე­ბივ­რებს და­თო? სუ­ლაც არა. ზედ­მე­ტი არა­ფე­რია სა­ჭი­რო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა მე­რე ყვე­ლა­ფერ­მა ფა­სი და­კარ­გოს. ალ­ბათ, და­თომ ეს კარ­გად იცის და ამი­ტო­მაც ამ­ჯო­ბი­ნებს ზო­მი­ე­რე­ბას. მეც ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, მეც ვიზ­რდე­ბი. არას­დროს მხიბ­ლავ­და კა­ცი, რო­მე­ლიც ცო­ლის­ თვა­ლის დაბ­რი­ა­ლე­ბით რა­ი­მეს გა­ა­კე­თებ­და. ჩემ­მა შვი­ლებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რომ ოჯახ­ში არის მა­მა, მა­მა­კა­ცი, ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა. ამ მხრივ, ოჯახს გა­რეთ მის სტა­ტუსს დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა არც აქვს. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს არ მო­ე­წო­ნოს ჩე­მი ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ არი­ან ე. წ. სტა­ტუ­სი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი, ოჯახ­ში რომ ვერ კა­ცო­ბენ. ასეთ­თან ვერც ვიცხ­ოვ­რებ­დი. გა­ნა მე არ ვბრა­ზობ ხოლ­მე შინ, ვა­ღი­ა­რებ - ბუზღ­უ­ნიც ვი­ცი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, და­თოს წვე­უ­ლე­ბა­ზე რომ უნ­და ჩე­მი წაყ­ვა­ნა - ძა­ლი­ან ბრა­ზობს ხოლ­მე, რომ არ მივ­ყვე­ბი, მე კი ბავ­შვე­ბის და­ტო­ვე­ბა მიძ­ნელ­დე­ბა; ხან­და­ხან ვი­ბუ­ტე­ბი კი­დეც, თვი­თო­ნაც მე­ბუ­ტე­ბა, მაგ­რამ გა­ბუტ­ვაც კი არ გრძელ­დე­ბა დიდ­ხანს. სა­ღა­მოს შინ რომ დაბ­რუნ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­მე­ლი ვართ ნაწყ­ე­ნი, მეტყ­ვის ხოლ­მე: თუ გინ­და, შე­გი­რიგ­დე, სამ დათ­ვლა­ში უნ­და მა­კო­ცოო (ი­ცი­ნის). მეც მივ­დი­ვარ და ვკოც­ნი. სხვაგ­ვა­რად არც შე­იძ­ლე­ბა: კა­მა­თი­სას ერ­თ-ერ­თმა უნ­და დათ­მოს, თუმ­ცა, უმ­ჯო­ბე­სი­ა, მსგავ­სი სურ­ვი­ლი ორი­ვეს გა­უჩ­ნდეს...

- მის სა­პარ­ლა­მენ­ტო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს ყო­ველ­თვის ეთან­ხმე­ბით?

- ად­რე გა­ვაფ­რთხი­ლე, იცო­დე, ყვე­ლა­ზე დი­დი ოპო­ზი­ცია მე გე­ყო­ლე­ბი, თუ­კი შე­ნი გუნ­დი­სა და პი­რა­დად შე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მო­მე­წო­ნა-­მეთ­ქი. თით­ქოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი­ვით ვარ და რა­ი­მე უარ­ყო­ფით ინ­ფორ­მა­ცი­ას რომ მო­ვის­მენ, შინ მოს­ვლის­თა­ნა­ვე მივ­ვარ­დე­ბი ხოლ­მე, სი­მარ­თლე რომ და­ვად­გი­ნო. სამ­წუ­ხა­როდ, მე­რე აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­მა­ხინ­ჯე­ბით გად­მოს­ცე­მენ. იმი­ტომ კი არ ვლა­პა­რა­კობ ასე, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ცო­ლი რომ ვარ, არა­მედ ამ ქვეყ­ნის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ვარ, რო­მელ­საც მარ­თლა უნ­და, ხალ­ხმა ამო­ი­სუნ­თქოს, შვე­ბა იგ­რძნოს და აღა­რა­სო­დეს გაწ­ბილ­დეს.

- სო­ფო, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა, მუ­შა­ო­ბას აპი­რებ?

- ძა­ლი­ან ჩავ­ჯე­ქი შინ. რაც გავ­თხოვ­დი, სულ ფეხ­მძი­მედ ვარ - ბავ­შვებს ვა­ჩენ და ვზრდი (ი­ცი­ნის). და­თო მეხ­ვე­წე­ბა, სად­მე წა­დი, ან შენს მე­გობ­რებ­თან, ან ერ­თად ვეწ­ვი­ოთ ვინ­მე­სო. სხვა­თა შო­რის, სუ­ლაც არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. გარ­თო­ბა, მოლ­ხე­ნა ძა­ლი­ან უყ­ვარს და უნ­და, მეც ვიმ­ხი­ა­რუ­ლო. რამ­დენ­ჯერ ყო­ფი­ლა, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მისჯ­დო­მია ჩვენს რო­ი­ალს, აქეთ­-ი­ქით ბავ­შვე­ბი და­უს­ვამს, ჩემ­თვი­საც და­უ­ძა­ხია და უმ­ღე­რი­ა. გვაქვს ხოლ­მე ასე­თი მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი... მი­ხა­რი­ა, ორი შვი­ლი რომ მყავს. მე­სა­მეც მინ­და, თა­ნაც ვი­ცი, პატ­რი­არ­ქი მო­მი­ნათ­ლავს. ბე­ბო მას­წავ­ლი­და ხოლ­მე და უკ­ვე მეც ვხვდე­ბი, რომ კარ­გია ოჯახ­ში ბევ­რი შვი­ლი, სა­შუ­ა­ლე­ბა თუ გაქვს, მით უფ­რო უნ­და გა­ა­ჩი­ნო. ოჯა­ხი გაძ­ლი­ერ­დე­ბა ამით.

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"