აზერბაიჯანში საქართველოში კორუფციული დანაშაულისთვის ძებნილი ქიბარ ხალვაში დააკავეს, - აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდის" ცნობით, ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოს მოქალაქე ქიბარ ხალვაში, რომელიც სამშობლოში თაღლითობის, მითვისების, დოკუმენტების გაყალბების, ფულის გათეთრების, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მიზეზით იძებნება", - ნათქვამია განცხადებაში.
მომზადებულია trend.az-ის მიხედვით.