რობიკო სტურუა: "ახლა თავადაც ვიჯერებ, წინასწარმეტყველების უნარი რომ მაქვს"

რობიკო სტურუა: "ახლა თავადაც ვიჯერებ, წინასწარმეტყველების უნარი რომ მაქვს"

5 იანვარი! იანვარი! ქართველებო, დროზე მოვიშოროთ ეს დებილი, თავისი უზნეო მონებით! დროზე! რატომ უნდა ვუთმინოთ ათი წელი ამ ჩათლახების (დიდი ბოდიში) პარპაშს! თავის გადარჩენისთვის ეს გახრწნილები, კარგად რომ იციან, რა საშინელება ელით, საქართველოს გაანადგურებენ, საკუთარ ცოლ-შვილს დაკლავენ, მშობლებს გააქრობენ, ოღონდ ის მილიარდები, რაც ქართველებს მოჰპარეს, თავის უწმინდურ ვნებებს მოახმარონ (ივანიშვილს იმდენი ფული სად აქვს, რაც ამ ქურდებმა ჩაიჯიბეს!). ამის გამო გიჟდება, ცოფს ყრის და ოჯახებში დარბის ის აბანოს მექისე... 5 იანვარი! 5 იანვარი! ხუთი იანვარი"... - რობიკო სტურუა ადასტურებს, რომ ეს სიტყვები საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა.

- დიახ.. ეს სიტყვები მე მეკუთვნის, რომელიც მოსკოვში ყოფნისას დავწერე. აღარ შემიძლია ამდენის ატანა და ზოგჯერ გადაჭარბებით გამომდის ნათქვამი.

- რას ვერ იტანთ?

- რაც ხდებოდა ჩემს ქვეყანაში... ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე იდგნენ და ახლაც სურთ გააგრძელონ, არადა, მე ხომ მათ მხარეს ვიყავი?!... ჩემი დაპირისპირება დაიწყო დაახლოებით ორი წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. შემდეგ სპექტაკლი დავდგი ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით, სადაც დაინახეს ჩემი დამოკიდებულება... ადრე ეჭვი მეპარებოდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა დუჟმორეული ლაპარაკი იცოდა, ახლა კი ვიცი. ძალიან დავეჭვდი მის ადამიანურ თვისებებში. ახლაც მისი ქცევა სრულიად არაადეკვატურია და არ არის ეს ნორმალური ადამიანი.

- ბიძინა ივანიშვილის მიმართ როგორია თქვენი განწყობა?

- ვფიქრობ, ძალიან კარგი პიროვნებაა. საქმიანი კაცია და იცის, რა გააკეთოს.

- როგორც პოლიტიკოსს როგორ შეაფასებდით?

- რა არის პოლიტიკა? ის, რომ ადამიანებს უნდა ვემსახუროთ! ეგვიპტის პრეზიდენტი გაასამართლეს და საქართველოში უკვირთ ყველაფერი?!

- თქვენ ევროპას თვალთმაქცი უწოდეთ. ამ სიტყვებს თქვენი ერთ-ერთი სპექტაკლიდანაც ვისმენთ.

- დიახ, თვალთმაქცი ვუწოდე და ასეც არის. ევროპას პოლიტიკოსების გარდა გენიოსებიც ჰყავს, მაგრამ იმათ არავინ უჯერებს. ხალხიც გამწარებულია, რადგან სათავეში უვიცები არიან, რომლებიც საკუთარ თავზე ფიქრობენ და ხალხი სულაც არ ენაღვლებათ.

- "ნადირობის სეზონი" თქვენი მორიგი შედევრია... რასაც ამ სპექტაკლში მაყურებელი ხედავს, ძალიან ახლოსაა ციხის იმ შემზარავ კადრებთან, რომლებმაც სრულიად საქართველო შოკში ჩააგდო... ამბობენ, რომ რობიკო სტურუას სპექტაკლები ყოველთვის უსწრებს დროს და გარკვეული წინასწარმეტყველებით გამოირჩევაო..

- პირველად ნახეთ ეს სპექტაკლი?

- არა, მესამედ, მაგრამ ციხის კადრებს დღეს მივაქციე ყურადღება...

- მეცინება, რადგან დღეს დილით რეპეტიციაზე მეც ზუსტად ეგ ვიფიქრე. ეს სპექტაკლი წელიწად-ნახევრის წინ დავდგი და დღეს რეპეტიციას რომ ვუყურე, თავისთავად ამოტივტივდა ის საზიზღრობა, რასაც ციხის კადრები ერქვა... ახლა თავადაც ვიჯერებ, წინასწარმეტყველების უნარი რომ მაქვს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"