ვის გადასცეს კადეტებისთვის განკუთვნილი საათები

ვის გადასცეს კადეტებისთვის განკუთვნილი საათები

წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე ახალ-ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად ლაპარაკია კომპანია "Uniq Watche"-ს 1100 ცალ უნიკალურ საათზე, რომლებიც ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში დაამზადებინეს. საათები, რომლის დიზაინი ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შექმნა, კადეტთა კორპუსის წარჩინებულ მსმენელებს დიპლომებთან ერთად უნდა გადასცემოდათ, მაგრამ...

საათები, ხარისხისა და ფერის მიხედვით, სამ კატეგორიად იყოფა. როგორც შევიტყვეთ, ყველაზე მაღალი კლასის, შავი საათები მინისტრის უახლოეს გარემოცვას ერგო, შემდეგ იყო მწვანე, ანუ მეორე კატეგორია და ბოლოს - კრემისფერი, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროში ახალაიასთან დაახლოებულ საშუალო რგოლის ხელმძღვანელობას დაურიგდა. საათები მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებსაც გადაეცათ - მათ შორის როლანდ ახალაიასა და პრეზიდენტ სააკაშვილს. რა თანხა დაჯდა საათების დამზადება, უცნობია, წარმოებული 1100-დან კი გასაყიდად მხოლოდ 100 საათია გამოტანილი და მისი ფასი 350 დოლარიდან იწყება.

ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ დიზაინერ ზვიად ციკოლიას:

- სიამაყით აღვნიშნავ, რომ საბრძოლო მანქანა "დიდგორი" მე შევქმენი. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს საათების დამზადება შევთავაზე, მაგრამ ისინი მხოლოდ წარმატებული კადეტებისთვის არ იყო განკუთვნილი - საჩუქრად გადაეცემოდა სტუმრებს და იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებული დამსახურება ჰქონდა ქვეყნის წინაშე. კომპანია Uniq Watche მე დავაარსე და საათების მწარმოებელი პირველი კომპანიაა საქართველოში.

- ამბობენ, რომ საათების გასაყიდ ფასს ფერი განსაზღვრავს...

- შეთანხმებისამებრ, სამინისტროსთვის უნდა დამემზადებინა 1000 ცალი საათი. 1100 საათი დავამზადე და იმ კომპენსაციის სანაცვლოდ, რაც ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, გამოყვეს, დავიტოვე 100 საათი, რომლებიც მაღაზიებში იყიდება. ამ 100 საათთან სამინისტროს შეხება არ აქვს. საათის ღირებულება და რანგი ფერის მიხედვით არ განისაზღვრება! ყველას ერთი ფერის საათი არ მოეწონება, ადამიანს ასე უფრო მრავალფეროვანი არჩევანი ექნება. საათები შვეიცარიაში დამზადდა და ჩემი კონტაქტების წყალობით ხუთჯერ უფრო იაფი დაჯდა, ვიდრე მაღაზიებში იყიდება.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"