სომხეთში ბიძინა ივანიშვილისა და სომხეთის პრემიერის, ტიგრან სარქისიანის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ივანიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა. შეკითხვა, რომელიც ჟურნალისტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს დაუსვა, მაია ფანჯიკიძის განცხადებას შეეხებოდა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც სარქისიანმა შეკითხვას პასუხი გასცა, განმარტებები ივანიშვილმაც გააკეთა.
"რა გეშველებათ, კაცო, ათასი განმარტება გაკეთდა უკვე ამაზე. ათასჯერ პასუხი გავეცით, თვითონ "რუსთავი 2"-მა გააკეთა განმარტება. სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ ამის მეტი?", - შეეკამათა პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სომხეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.