გარდაიცვალა მსახიობი გურამ საღარაძე

გარდაიცვალა მსახიობი გურამ საღარაძე

84 წლის ასაკში მსახიობი გურამ საღარაძე გარდაიცვალა.

"გუშინ მხნედ იყო. რეზო მირცხულავას დაკრძალვაზეც იყო. შემდეგ სახლში მისულა. დივანზე წამოწვა და ასე ჩუმად გარდაიცვალა. ამბობენ, გული გაუჩერდაო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მსახიობმა ნანული სარაჯიშვილმა.

საქართველოს სახალხო არტისტი გურამ საღარაძე 1929 წელს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. მის მიერ შესრულებული როლებია: სოსო (ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ"), თესევსი, მასხარა და იულიუს კეისარი (შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მეფე ლირი" და "იულიუს კეისარი") , ჰეილი (მილერის "სეილემის პროცესი"), ტიპოტესკუ (კარაჯალეს "დაკარგული ბარათი"), დურსუნი და ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე" და "საბრალდებო დასკვნა"), მინდია (გამსახურდიას "ხოგაის მინდია"), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" და "კავკასიური ცარცის წრე"), ტომი (ტ. უილიამზის "შუშის სამხეცე"), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), უჩა (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის") და სხვა.

2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის ვარსკვლავი.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"